ჯანდაცვის მინისტრი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას საჭიროდ არ მიიჩნევს

2,420 წაკითხვა

ამ ეტაპზე არ მივიჩნევთ საჭიროდ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, საქართველო მთავრობა აკვირდება მიმდინარე მოვლენებს.

„ამ ეტაპზე არ მივიჩნევთ საჭიროდ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, ვინაიდან ყველა ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან, აღრიცხულია, მიმდინარეობს მონიტორინგი. იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდება პაციენტი, რომლის წყაროც არ იქნება იდენტიფიცირებული, გახდის საეჭვოს და შეიტანს რისკს იმაში, რომ ინფექცია ვრცელდება კონტროლის გარეშე და ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს“, – განაცხადა ტიკარაძემ

Next Post

პრობაციონერები, დღეიდან, 14 აპრილის ჩათვლით, პრობაციის ბიუროში გამოცხადებისგან თავისუფლდებიან

ხუთ მარ 12 , 2020
2,420 წაკითხვა„მივმართავ საქართველოში ყველა პრობაციონერს  – დღეიდან, 14 აპრილის ჩათვლით, ყველანი ხართ გათავისუფლებული პრობაციის ბიუროში გამოცხადებისგან“ – აღნიშნული განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. „ეს ნიშნავს იმას, რომ ე.წ. თითის დადება, ან პრობაციის ოფიცერთან და სოცმუშაკთან, ან ფსიქოლოგთან ჩანიშნული სავალდებულო შეხვედრები არის გაუქმებული. თქვენი მოსვლის ვალდებულების შეუსრულებლობა დღეიდან, 14 აპრილის ჩათვლით,  ჩაითვლება საპატიოდ და არავითარი სამართლებრივი შედეგი ამ […]