„მივმართავ საქართველოში ყველა პრობაციონერს – დღეიდან, 14 აპრილის ჩათვლით, ყველანი ხართ გათავისუფლებული პრობაციის ბიუროში გამოცხადებისგან“ – აღნიშნული განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
„ეს ნიშნავს იმას, რომ ე.წ. თითის დადება, ან პრობაციის ოფიცერთან და სოცმუშაკთან, ან ფსიქოლოგთან ჩანიშნული სავალდებულო შეხვედრები არის გაუქმებული. თქვენი მოსვლის ვალდებულების შეუსრულებლობა დღეიდან, 14 აპრილის ჩათვლით, ჩაითვლება საპატიოდ და არავითარი სამართლებრივი შედეგი ამ გამოუცხადებლობას არ მოჰყვება“ – მიმართა მინისტრმა პრობაციონერებს.
თეა წულუკიანმა, ასევე, ხაზი გაუსვა იმას, რომ იუსტიციის სამინისტრო დღეს გამოვაქვეყნებს იმ სერვისების ნუსხას, რომლის მიღებაც ონლაინ არის შესაძლებელი.