დარწმუნებული ვარ,რომ კორონავირუსის ისტორია მალე დამთავრდება.
ფონდი “ქართუ.” ანუ ბიძინა ივანიშვილი რომ სახელმწიფოს დაააზღვევდა, ეს ისედაც გასაგები იყო, ამას ის ყველა ექსტრემალური სიტუაციის დროს აკეთებს, რისთვისაც შემდეგ რეგულარულად ლანძღავენ და ეძებენ ამ დაზღვევის ფარულ და მზაკვრულ მიზეზებს.
ეს გასაგებია, მაგრამ ნამდვილად სასიამოვნო სიურპრიზი იყო “საქართველოს ბანკისა” და ‘ტი-ბი-სი” ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები.
ამავე დროს, ამ ეპიდემიის დროს გაირკვა, რომ ანდაზა “კუზიანს სამარე გაასწორებსი,”-გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ვერანაირი კორონავირუსი ვერ გაასწორებს ამ მართლაც ფენომენალურ მავნებლებს ჩვენი პოლიტიკური და მედია სივრციდან.
შეიძლება არ მოგწონდეს, შეიძლება აკრიტიკებდე, ემტერებოდე კიდეც ხელისუფლებას, მაგრამ ნაცებისა და მათი ეპიგონების მხარდაჭერა აშკარად კორონავირუსზე მძიმე დიაგნოზია, ხოლო ავადმყოფი ნამდვილად საჭიროებს კარანტინში სასწრაფო და აუცილებელ გადაყვანას.
სოსო მანჯავიძე