მაია ნიკოლეიშვილის ინიციატივა

1,908 წაკითხვა

სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, ქართველი ინფექციონისტების განსაკთღებულ ღვაწლსა და თავდადებაზე საუბრობს.

“საქართველოს ინფექციონისტები და ვირუსოლოგები ნამდვილად მოწოდების სიმაღლეზე არიან.

ვინც ავადმყოფის საწოლთან დგას, როგორც ჯარისკაცი, ცეცხლის ხაზზე, საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს, ის ყველაზე მეტადაა დასაფასებელი, ამიტომ, გვარებით არავის გამოვყოფ.

ინფექციონისტების შრომა, როგორც მომეტებული საფრთხის შემცველი, ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანაში უკვე ათწლეულებია, სათანადოდ არაა დაფასებული.

ამ მძიმე პერიოდში, მე, როგორც ერთი მოქალაქე, მადლიერების ნიშნად, ჩემს მოწიწებულ წვლილს შევიტანდი, თუ ანგარიში გაიხსნება, სწორედ პირველ ხაზზე მებრძოლი ექიმ-ინფექციონისტების ფინანსური პრემირების მიზნით.

გმირებს მარტო ჩვეული ომები არ შობს, ესეც ომია, აქაც სიცოცხლის საფრთხე, ოღონდ აქ ტყვია-უცნობი ვირუსია!”– წერს მაია ნიკოლეიშვილი ფეისბუქში.

Next Post

„მალე ვისი თავები სად დაგორდება ვნახოთ, ეს იქნება..” - დემურ გიორხელიძე

პარ მარ 13 , 2020
1,908 წაკითხვაარაბთა გაერთიანებული ემირატებიდან ენერგეტიკის მინისტრი – აუცილებელია ახალი ხელშეკრულება ოპეკი+ (ანუ ოპეკი-ს ქვეყნები + რუსეთი)… ეს არაა ცუდი ნიშანი! ცხადია, ეს იგივე საუდიტების პოზიციაც იქნება: ისე არ მოხდებოდა! არის ამ ომში რაღაც ჯგუფური ინტერესების მაგვარი (ვგულისხმობ ნავთობის ბიზნესით დაკავებული უმსხვილესი ჯგუფების!) მალე ვისი თავები სად დაგორდება (ამ მონსტრი-ბიზნესმენებისა… გამოჩნდება!.. მგონი, ეს იქნება მდგომარეობიდან გამოსვლის საბაბი… ვნახოთ!) დემურ გიორხელიძე