ბოლო ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა შესახებ

2,112 წაკითხვა

დღეს ლუგარის ლაბორატორიაში 23 ნიმუში შემოწმდა და გამოკვლევამ უარყოფითი შედეგები აჩვენა. ამ დროისთვის ნიმუშების შეტანა გრძელდება. საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული მხოლოდ 25 შემთხვევა ფიქსირდება, რომელთაგან 2 უკავშირდება ირანში მოგზაურობის ისტორიას, 1 ესპანეთში, დანარჩენი ყველა პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია იტალიასთან.

ლუგარის ლაბორატორიაში ამ დრომდე სულ 600 შესაძლო შემთხვევის ნიმუში იქნა შემოწმებული. ამ დროისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 438 ადამიანი,

1100 კი – თვითიზოლაციაში. 70 პაციენტი იმყოფება სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, სტაციონარში
მეთვალყურეობის ქვეშ.

Next Post

„კორონავირუსის ეპიდსიტუაცია უარესდება, შემთხვევათა მატება ჩვენთანაც დაფიქსირდება - არ უნდა მივეცეთ პანიკას“

პარ მარ 13 , 2020
2,112 წაკითხვადაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალი კორონავირუსის ეპიდსიტუაცია მთელს მსოფლიოში უარესდება. მისი თქმით, საქართველო გლობალური სამყაროს ნაწილია, ამიტომ ახალი კორონავირუსის დაფიქსირების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაშიც გაიზრდება. გამყრელიძის შეფასებით, მიუხედავად ეპიდსიტუაციისა, პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან მსოფლიო კორონავირუსს დაძლევს. „როცა ეპიდემია არის, პიკი რა თქმა უნდა, ყოველთვის დგება. მე შემიძლია გითხრათ, რომ შემთხვევათა ზრდა გვექნება, რადგან […]