„ის რა თქმა უნდა, ცდი­ლობს თა­ვი­სი დარ­ჩე­ნი­ლი მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი აქ­ტი­ვი გა­ამ­ხნე­ვოს“

თავს ძალა და­ვა­ტა­ნე და ვნა­ხე ივა­ნიშ­ვი­ლის ეს ბოლო, სრუ­ლი­ად არე­უ­ლი ინ­ტერ­ვიუ, – ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­კაშ­ვი­ლი პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვი­უს.

რო­გორც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­კუ­თარ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი აცხა­დებს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრს, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გა­და­ე­ფა­რა და ფაქ­ტობ­რი­ვად აღი­ა­რა, რომ აქ­ცი­ის დარ­ბე­ვის ბრძა­ნე­ბა მან გას­ცა.

„ის რა თქმა უნდა, ცდი­ლობს თა­ვი­სი დარ­ჩე­ნი­ლი მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი აქ­ტი­ვი გა­ამ­ხნე­ვოს, იმი­ტომ რომ ყვე­ლა ხვდე­ბა, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის დრო წა­სუ­ლია და ის ბარ­დე­ბა წარ­სულ­ში. იმ პი­რო­ბებ­ში, როცა ოლი­გარ­ქი გა­იქ­ცა მოლ­დო­ვი­დან, როცა უკ­რა­ი­ნა­ში და­მარ­ცხდა პო­რო­შენ­კო, ოლი­გარ­ქმა წა­ა­გო სომ­ხე­თი, სა­ქარ­თვე­ლო დარ­ჩა ბოლო კუნ­ძუ­ლი ფე­ო­და­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბის და ეს არ ეკად­რე­ბა ქარ­თველ ხალ­ხს, მაგ­რამ ამა­ვე დროს, ბო­ლომ­დე გა­და­ე­ფა­რა გა­ხა­რი­ას და პრაქ­ტი­კუ­ლად აღი­ა­რა, რომ დარ­ბე­ვის ბრძა­ნე­ბა გას­ცა თვი­თონ. ის ბო­ლომ­დე ამარ­თლებს რუ­სე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნას და პუ­ტი­ნი­სად­მი გა­წო­ლის პო­ლი­ტი­კას. ის შლის ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფოს, რა მა­გა­რი ქვე­ყა­ნა და­ვუ­ტო­ვეთ და რას და­ამ­სგავ­სა. მთა­ვარ ხე­ლის­შემ­შლე­ლად „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ ასა­ხე­ლებს და ეს ძა­ლი­ან ნი­შან­დობ­ლი­ვია, იმი­ტომ, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ გა­მო­კი­თხვებ­ში იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ არის დიდი ცდო­მი­ლე­ბა, სე­რი­ო­ზუ­ლად ლი­დე­რობს. ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე, ჩვენ გვმარ­თებს ახლა რო­გორც არას­დროს, გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, იმი­ტომ, რომ ჩვენ გვაქვს საქ­მე ძა­ლი­ან დამფრ­თხალ, და­ში­ნე­ბულ, სა­შიშ ფსი­ქო­პატ­თან, რო­მე­ლიც მზად არის და აქვს უნა­რი, ბევ­რად მეტი სის­ხლი დაღ­ვა­როს, ბევ­რად მეტი მსხვერ­პლი შე­ი­წი­როს და ეს ჩვენ არ უნდა და­ვუშ­ვათ, ჩვენ არ უნდა შეგ­ვე­შინ­დეს მათი, მაგ­რამ როცა ის გვპირ­დე­ბა, რომ სექ­ტემ­ბრი­დან და­ი­წყებს რა­ღაც და­ლა­გე­ბას, გა­ვიხ­სე­ნოთ, რომ 2016 წელ­საც ასე იძახ­და, შარ­შან, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტუ­რის წი­ნაც ასე იძახ­და. ყო­ველ ჯერ­ზე სულ ახა­ლი უბე­დუ­რე­ბე­ბი ხდე­ბო­და.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

„მინდა მას წარმატებები ვუსურვო. საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობაა“

ოთხ ივლ 17 , 2019
წაკითხვა: 94 დღეს აჭარაში ძალიან მნიშვნელოვანი პარტიული შეხვედრა გვქონდა, სადაც მივიღეთ გადაწყვეტილება რეგიონული ორგანიზაციის დაფუძნებასთანდაკავშირებით – კანდიდატურად წარდგენილ იქნა თორნიკე რიჟვაძე, – ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა. კალაძე დარწმუნებულია, რომ რიჟვაძე ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე წარმატებული იქნება. “მინდა მას წარმატებები ვუსურვო. საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობაა. დარწმუნებული ვარ, თანაპარტიელებთან ერთად, ის იქნება წარმატებული. ძალიან მნიშვნელოვანია, ხალხთან, საზოგადოებასთან კომუნიკაცია, იმ პროექტებზე საუბარი, რომელიც […]