ყალბი ინფორმაცია, რომელიც მოქალაქეებს გაეგზავნა

2,172 წაკითხვა

ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მოქალაქეთა ნაწილს მოკლე ტექსტური შეტყობინებით დაეგზავნა ინფორმაცია, თითქოს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის საკარანტინე ზონად გამოცხადება იგეგმება.

„საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და კარანტინის გამოცხადება ამ ეტაპზე არ იგეგმება.

ჯანდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, გაითვალისწინონ მსოფლიოში და ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხიმგებლობა.“- აღნიშნულია განცხადებაში.

Next Post

„რასაც ვუყურებ, ეს ბევრად უფრო საშიში ტენდენციაა, ვიდრე კორონა ვირუსი“

ორშ მარ 16 , 2020
2,172 წაკითხვა„მესმის რომ ძალიან გვეშინია ყველას და ყველანაირად ვცდილობთ დავიცვათ თავიც და ერთმანეთიც ამ საშინელი პანდემიის პირობებში, მაგრამ ამ შიშებსა და თავდაცვაში ადამიანის სახე არ უნდა დაგვეკარგოს და რადგან აუცილებლად გადავრჩებით ყველა, მერე საკუთარი თავის არ შეგვრცხვეს. შიშის და უბედურების დროს გამოიკვეთება ხოლმე ადამიანების ნამდვილი სახე. შევინარჩუნოთ ეს სახეც და სიფრთხილეც. ნუ გადავაქცევთ ვირუსით დაავადებას,ინფიცირებას ან თუნდაც თვითიზოლაციის საჭიროებას სტიგმად […]