1,924 წაკითხვა
„მესმის რომ ძალიან გვეშინია ყველას და ყველანაირად ვცდილობთ დავიცვათ თავიც და ერთმანეთიც ამ საშინელი პანდემიის პირობებში, მაგრამ ამ შიშებსა და თავდაცვაში ადამიანის სახე არ უნდა დაგვეკარგოს და რადგან აუცილებლად გადავრჩებით ყველა, მერე საკუთარი თავის არ შეგვრცხვეს.
შიშის და უბედურების დროს გამოიკვეთება ხოლმე ადამიანების ნამდვილი სახე. შევინარჩუნოთ ეს სახეც და სიფრთხილეც. ნუ გადავაქცევთ ვირუსით დაავადებას,ინფიცირებას ან თუნდაც თვითიზოლაციის საჭიროებას სტიგმად და ნუ ვაქცევთ რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს ხალხის მტრებად და დამნაშავეებად.
რასაც ვუყურებ, ეს ბევრად უფრო საშიში ტენდენციაა, ვიდრე თვითონ კორონა ვირუსი. ჯანმრთელობას და სიმშვიდეს გისურვებთ ყველას“– წერს რაზმაძე მაკა.