კორონავირუსი კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა

1,388 წაკითხვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს პაციენტი ბოლო სამი შემთხვევიდან ერთ-ერთის კონტაქტია.

„ამ დროისთვის საავადმყოფოში 45 პაციენტია. გუშინ ჩატარდა ტესტირება 15 პაციენტზე, 15 პაციენტიდან 14 პაციენტთან მივიღეთ ნეგატიური პასუხი, 1 პაციენტის ტესტი იყო დადებითი. ეს პაციენტი გახლავთ ბოლო სამი შემთხვევის ერთ-ერთი კონტაქტი. ამ ეტაპზე ჩვენთან დადასტურებული წევს 29 შემთხვევა”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ჯამში, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულია 34 ადამიანი.

ipn

Next Post

ხვალიდან სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა იკრძალება

სამ მარ 17 , 2020
1,388 წაკითხვამთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა იკრძალება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე წუთის წინ, ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. „დღეს ფაქტობრივად გადავდივართ ვირუსის გავრცელების ეტაპზე, რაც ნიშნავს, რომ რაოდენობა გაგვეზრდება. ეპიდემიის შეჩერების ეტაპიდან გადავდივართ გავრცელების ეტაპზე… დღეს საბჭოს სხდომის ფარგლებში იქნა გადაწყვეტილება მიღებული და ხვალიდან აიკრძალება სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა. ეს არის […]