ხვალიდან სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა იკრძალება

1,588 წაკითხვა

მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა იკრძალება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე წუთის წინ, ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

„დღეს ფაქტობრივად გადავდივართ ვირუსის გავრცელების ეტაპზე, რაც ნიშნავს, რომ რაოდენობა გაგვეზრდება. ეპიდემიის შეჩერების ეტაპიდან გადავდივართ გავრცელების ეტაპზე…

დღეს საბჭოს სხდომის ფარგლებში იქნა გადაწყვეტილება მიღებული და ხვალიდან აიკრძალება სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გავრცელების კერა, ამიტომ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. დარჩება ქალაქში მერიის ტრანსპორტი, ისევე როგორც მეტრო, მაგრამ მათ დაევალათ და ექნებათ ვალდებულება, ყოველდღიურად მოახდინონ ამ ტრანსპორტის დეზინფიცირება და შესაბამისად, აქ რისკების მართვა უკეთ შეგვიძლია“, – განაცხადა გახარიამ.

ipn

Next Post

„მაინც მოხდა გაუთვალისწინებელი შეცდომა“ - ინგა გრიგოლია ბოდიშს იხდის

ოთხ მარ 18 , 2020
1,588 წაკითხვატვ „პირველი“-ს გენერალური დირექტორი ინგა გრიგოლია ფეისბუქ გვერდზე დაშვებული შეცდომის გამო ბოდიშს იხდის. „რა უბედურებაა ეს დირექტორობა, მაგრამ რას ვიზამთ მეგობრებო, დღეს ჩვენი ტელეკომპანიის ფბ გვერდზე აიტვირთა ფოტო, რომელსაც არ ჰქონდა მითითებული, რომელი ქვეყანა იყო( საუბარია ავტობუსის გაჩერებაზე ), ბევრმა ადამიანმა ჩათვალა, რომ ეს იყო საქართველო, არადა, როგორც ვიცი, ეს იყო უკრაინაში გადაღებული ფოტო, მნიშვნელობა არ აქვს,ვინ ატვირთა .მე […]