„მაინც მოხდა გაუთვალისწინებელი შეცდომა“ – ინგა გრიგოლია ბოდიშს იხდის

2,358 წაკითხვა

ტვ „პირველი“-ს გენერალური დირექტორი ინგა გრიგოლია ფეისბუქ გვერდზე დაშვებული შეცდომის გამო ბოდიშს იხდის.

„რა უბედურებაა ეს დირექტორობა, მაგრამ რას ვიზამთ მეგობრებო, დღეს ჩვენი ტელეკომპანიის ფბ გვერდზე აიტვირთა ფოტო, რომელსაც არ ჰქონდა მითითებული, რომელი ქვეყანა იყო( საუბარია ავტობუსის გაჩერებაზე ), ბევრმა ადამიანმა ჩათვალა, რომ ეს იყო საქართველო, არადა, როგორც ვიცი, ეს იყო უკრაინაში გადაღებული ფოტო, მნიშვნელობა არ აქვს,ვინ ატვირთა .მე , როგორც კომპანიის დირექტორი, პირადად ვუხდი ბოდიშს ყველა ადამიანს, ვინც შეცდომაში შევიყვანეთ ამ ფოტოს გავრცელებით. ძალიან ვწუხვარ და ვიღებ პასუხისმგებლობას. რაც კორონავირუსის ამბავს ვაშუქებთ, მაქსიმალური სიფრთხილით ვეკიდებით ყველა ინფორმაციას, მაგრამ მაინც მოხდა გაუთვალისწინებელი შეცდომა. ძალიან დიდი ბოდიში“- წერს ინგა გრიგოლია.

Next Post

„მათი ვინაობა გასაჯაროვდეს, ეს ყველანაირ ზღვარს სცილდება“ - დავით ოქიტაშვილი

ოთხ მარ 18 , 2020
2,358 წაკითხვასაქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი ეხმიანება იმ პირებს, ვინც თვითილოზოლაციის წესებს არღვევს: „ვინ ხართ საიდან მოხვედით, ხალხო… სხვის ჯანმრთელობაზე არ ზრუნავთ და ფიქრობთ კარგი, მაგრამ საკუთარი ახლობლები არ გადარდებთ? ოჯახი, დედა, მამა, შვილები არავინ არ გიყვართ? სასწრაფოდ ამოქმედდეს კანონი რაზეც იმსჯელა პარლამენტმა და მთავარი, მათი ვინაობა გასაჯაროვდეს. ბოდიშს ვიხდი ამ გაჭირვების ჟამს, მაგრამ მათი ქცევა ყველანაირ ზღვარს სცილდება“– […]