ყაჩაღობისთვის ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობასა და ცივი იარაღის ტარებისთვის ბრალდებული კ.რ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 27 სექტემბერს, კ.რ.  ქ.თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე ოქროს ყელსაბამის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით  დანით,  სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით თავს დაესხა თ.ყ.-ს.
სამართალდამცველებმა კ.რ. 2018 წლის 27 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი იმის მიერ, ვინც 2-ჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ან გამოძალვისთვის),  2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ცივი იარაღის ტარება განზრახ მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ კ.რ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

გრიგორი კარასინი თანამდებობას ტოვებს

სამ ივლ 30 , 2019
წაკითხვა: 83 „გრიგორი კარასინი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას ტოვებს, ასაკის გამო. რუსი დიპლომატი 23 აგვისტოს 70 წლის ხდება. მის შემცვლელად კი სამი კანდიდატურა სახელდება და როგორც რუსული „კომერსანტი” წერს, მთავარი კანდიდატი ივან ვოლინკინია, რომელიც რუსეთის საგარეო უწყებაში საკონსულო დეპარტამენტის დირექტორია და რომელიც 2007 წელს საქართველოდან გააძევეს 2 რუს დიპლომატთან ერთად, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ბრალდებით. რა ბედი ელის […]