„მადლობა, ჩვენ ამას აუცილებლად დავიმახსოვრებთ“ – გელა ზედელაშვილი

2,065 წაკითხვა

მადლობა, ჩვენ ამას აუცილებლად დავიმახსოვრებთ!

დღე არ გავა, ათეულობით „ურჩი“ მოქალაქე არ დააკავონ და იძულებით სამკურნალოდ არ გაამწესონ. დიახ, ათეულობით ზნედაცემული ადამიანი დაბოდიალობს ჩვენს გარშემო, ისინი არ იცავენ თვითიზოლაციის წესებს და საფრთხეში აგდებენ ყველას სიცოცხლეს.

რაც ზემოთ მოგახსენეთ, თითქოს უკვე ბანალობად იქცა, მაგრამ მაინც სამწუხარო რეალობაა – როგორც ჩანს, ძალიან ბევრმა ჯერ კიდევ ვერ გაიგო, რას ნიშნავს მოქალაქეობრივი თვითშეგნება!

ამ დროს კი… ამ შეუგნებლობის გამო ჩვენი პოლიციელები ღამეებს ათენებენ!

მიკვირს, გაოცებული ვარ, როგორ, რანაირად უნდა მოძებნო საზოგადოებაში გაბნეული ამდენი დაავადებული, ხელი მოჰკიდო და ექიმებამდე მიიყვანო?
წარმოგიდგენიათ, რა შრომა სჭირდება ამ ყველაფერს?

თქმა იოლია, შორიდან ყურება – მით უმეტეს!
პოლიციელები გმირები არიანო… არა, ეს უკვე გმირობაზე მეტია… რაღაც ისეთია, სახელი რომ ვერც კი მოგვიძებნია.

ბრავო, ბიჭებო!
ბრავო, გოგოებო!
ბრავო, შინაგან საქმეთა სამინისტრო!

ჩვენ ამას აუცილებლად დავიმახსოვრებთ!
მადლობა! 

გელა ზედელაშვილი

Next Post

„რას ფიქრობენ ქართველი მილიონრები - ორ კაპიკს ვიშოვით და აღარ გვახსოვს საიდან ამოგვათრია ღმერთმა“

ხუთ მარ 19 , 2020
2,065 წაკითხვაადვოკატი, გელა ჩივაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს: „წავიკითხე, ფეხბურთელი როლანდუ თავის სასტუმროებს უფასო საავადმყოფოებად გადააკეთებს და ექიმებს ხელფასს დაუნიშნავსო, ნეტა რას ფიქრობენ ქართველი მილიონრები? არადა ჩვენ დიდი ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის, დავით სარაჯიშვილის, ძმები ზუბალაშვილების, ჯორჯ კობის იგივე გრიგოლ(გიგო) კობახიძის შთამომავლები ვართ. როცა კრიზისია და ხალხს გაუჭირდება მაშინ დავაჭერთ მაზოლზე ფეხს, გავიძახით მე რატო სხვამ ქნას სიკეთეო, […]