„რას ფიქრობენ ქართველი მილიონრები – ორ კაპიკს ვიშოვით და აღარ გვახსოვს საიდან ამოგვათრია ღმერთმა“

2,222 წაკითხვა

ადვოკატი, გელა ჩივაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„წავიკითხე, ფეხბურთელი როლანდუ თავის სასტუმროებს უფასო საავადმყოფოებად გადააკეთებს და ექიმებს ხელფასს დაუნიშნავსო, ნეტა რას ფიქრობენ ქართველი მილიონრები? არადა ჩვენ დიდი ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის, დავით სარაჯიშვილის, ძმები ზუბალაშვილების, ჯორჯ კობის იგივე გრიგოლ(გიგო) კობახიძის შთამომავლები ვართ. როცა კრიზისია და ხალხს გაუჭირდება მაშინ დავაჭერთ მაზოლზე ფეხს, გავიძახით მე რატო სხვამ ქნას სიკეთეო, ორ კაპიკს ვიშოვით და აღარ გვახსოვს საიდან ამოგვათრია ღმერთმა, უფლის მოცემულს ჩვენს ნიჭიერებას ვაბრალებთ. ნუ გვავიწყდება, რომ წუთია სოფელი და ჩვენ სტუმრები ვართ, აქაური სიკეთე ზეყანას წაგვყვება და იქ გვაცხოვნებს, აქედან არავის არ წაუღია სიკეთის მეტი რა, შიშვლები მოვდივართ და შიშვლები წავალთ. და ბოლოს, შთამომავლობა დაუმსახურებლად დატოვებულ სიმდიდრეს კაზინოში დ ა ა მ ღ ე რ ე ბ ს ! რისი მაგალითებიც ძალზედ მრავალრიცხოვანია“, – წერს გელა ჩივაძე.

Next Post

გიორგი გახარია მოქალაქეებს მიმართავს

ხუთ მარ 19 , 2020
2,222 წაკითხვათითოეულ ჩვენს მოქალაქეს მინდა მოვუწოდო, მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ დავრჩეთ სახლში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უსაფრთხოების საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა მოუწოდა საზოგადოებას, უკიდურესი აუცილებლობის გარეშე, ნუ დატოვებენ სოციალურ სივრცეს, განსაკუთრებით ეს ეხება ჩვენს მშობლებს, პენსიონერებს, 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს, რომლებზე ზრუნვაც სახელმწიფომ, გარკვეულწილად თავის თავზე აიღო. „უახლოესი დღეებიდან, საქართველოს ფოსტა მათ მიაწვდის ყველა აუცილებელ სერვისს, რომელსაც […]

შესაძლოა მოგეწონოთ