სინოდის გადაწყვეტილებით, წმინდა ზიარების წესი არ შეიცვლება

1,205 წაკითხვა

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო, წმინდა ზიარების წესი არ იცვლება. ამის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა. შესაბამის საკითხზე დღეს წმინდა სინოდმა იმსჯელა და აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.

საპატრიარქოში სინოდის სხდომა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც განხილვის მთავარი თემა სწორედ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი ვითარება და პრევენციული ღონისძიებები იყო.

Next Post

ობიექტების ჩამონათვალი, რომელიც აგრძელებს მუშაობას და დაწესებული სამუშაო პირობები

პარ მარ 20 , 2020
1,205 წაკითხვასაქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განსაზღვრა იმ ბიზნესოპერატორების ჩამონათვალი, რომლებიც განაგრძობენ ფუნქციონირებას: ა) სურსათის/ცხოველთა საკვების საცალო/საბითუმო ვაჭრობის ობიექტები(მაღაზიები, საბითუმო/საბაჟო საწყობები, აგრარული ბაზრები); სურსათის სამაცივრე მეურნეობები; სურსათის მწარმოებელი/გადამამუშავებელი საწარმოები (მათ შორის, პურფუნთუშეულის საცხობები, ცხოველთა სასაკლაოები (სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე); საზოგადოებრივი კვების ობიექტები […]

შესაძლოა მოგეწონოთ