ობიექტების ჩამონათვალი, რომელიც აგრძელებს მუშაობას და დაწესებული სამუშაო პირობები

1,717 წაკითხვა

საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განსაზღვრა იმ ბიზნესოპერატორების ჩამონათვალი, რომლებიც განაგრძობენ ფუნქციონირებას:

ა) სურსათის/ცხოველთა საკვების საცალო/საბითუმო ვაჭრობის ობიექტები(მაღაზიები, საბითუმო/საბაჟო საწყობები, აგრარული ბაზრები);
სურსათის სამაცივრე მეურნეობები;
სურსათის მწარმოებელი/გადამამუშავებელი საწარმოები (მათ შორის, პურფუნთუშეულის საცხობები, ცხოველთა სასაკლაოები (სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე);

საზოგადოებრივი კვების ობიექტები მხოლოდ მიწოდების სერვისით;
ცხოველის საკვების გადამამუშავებელი საწარმოები;
სურსათის/ცხოველთა საკვების დისტრიბუტორები (მათ შორის იმპორტიორები);
ვეტერინარული კლინიკები;
ცოცხალი ცხოველების ბაზრები/ბაზრობები;
ცხოველთა ფერმები;

ვეტერინარული აფთიაქები/ვეტერინარული პრეპარატების საბითუმო ვაჭრობის ობიექტები;
ზოომაღაზიები;

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების აღიარებული საცალო/საბითუმო ობიექტები;
სურსათის/ცხოველთა საკვების ლაბორატორიები;
საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიები.

აღნიშული ბრძანების აღსრულების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ ბიზნესოპერატორების ინფორმირებას და რეკომენდაციების გაცემას.

ბიზნესოპერატორებმა, რომლებიც აწარმოებენ/გადაამუშავებენ სურსათს, მკაცრად უნდა დაიცვან შემდეგი პირობები:

სურსათის გაცივების, გაყინვის და თერმული დამუშავების დროს – ტემპერატურული რეჟიმები;
პერსონალმა გამოიყენოს ერთჯერადი პირბადე,თავსაბურავი და ხელთათმანი;

პერსონალმა ხელები უნდა დაიბანოს თხევადი საპნითა და წყლით ხშირად; ერთჯერადი ხელსახოცით ხელის გამშრალების შემდეგ მოხდეს ხელების დეზინფექცია არანაკლებ 70% სპირტის შემცველი ხსნარით ან ანალოგიური ეფექტის მქონე სხვა სადეზინფექციო ხსნარით;
ყველა იმ ზედაპირის და ინვენტარის, რომელსაც შეხება აქვს სურსათთან, რეცხვა-დეზინფექცია ჩატარდეს გაზრდილი სიხშირით და სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით;
სამუშაოს დაწყების წინ გაკონტროლდეს პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა (ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ტემპერატურა);

ბიზნესოპერატორებმა, რომლებიც უზრუნველყოფენ მომხმარებლისთვის სურსათის ე.წ. მიწოდების სერვისს, მკაცრად დაიცვან შემდეგი პირობები:

პერსონალი, რომელიც მონაწილეობს სურსათის მიწოდებაში, აღჭურვილი უნდა იყოს ერთჯერადი პირბადითა და ხელთათმანით;
სურსათი მოთავსებული უნდა იყოს ერთჯერად ტარაში, ხოლო მრავალჯერადად გამოსაყენებელი კონტეინერების რეცხვა-დეზინფიცირება უნდა ჩატარდეს ყოველი გამოყენების შემდეგ, სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით;
სურსათის ტრანსპორტირებისას დაცული უნდა იქნეს სურსათის ტემპერატურული რეჟიმი.

ბიზნესოპერატორებმა, რომლებიც ახორციელებენ საცალო/საბითუმო ვაჭრობის ობიექტებში მომხმარებლისთვის პროდუქციის მიწოდებას,მკაცრად უნდა დაიცვან შემდეგი პირობები:

პერსონალი, რომელიც მონაწილეობს პროდუქციის მიწოდებაში, აღჭურვილი უნდა იყოს ერთჯერადი პირბადითა და ხელთათმანით;
რეცხვა-დეზინფექცია მოხდეს გაზრდილი სიხშირითა და სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით;
უზრუნველყონ მომხმარებლების მიერ დისტანციის (არანაკლებ 1 მეტრი) დაცვის გაკონტროლება.

Next Post

შეაგდეთ ეს ბოღმა იმ საშუალო სიმძიმის პაციენტებში და აღვრევინეთ სუდნოები – ნინო ნადირაძე

პარ მარ 20 , 2020
1,717 წაკითხვაექიმი ნინო ნადირაძე ეხმიანება ნოდარ ლადარიას მიერ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ პოსტს, რომელშიც ის ექიმების მიმართ, მადლობის ნიშნად გამოხატულ ტაშს აკრიტიკებდა. „გაუტყდა რომ ტაში მას არ დაუკრეს? წარმომიდგენია რა შურით უცხოვრია მთელი ცხოვრება და გულით შემეცოდა.  ვიცით, რომ არაფერი არაა მუდმივი, ტაშიც მათ შორის, არც სიხარული, არც წუხილი, არც ბედნიერება, მაგრამ ამის გამო ყველაფერ ამაზე უარი ვთქვათ? აი შეაგდეთ […]

შესაძლოა მოგეწონოთ