შეაგდეთ ეს ბოღმა იმ საშუალო სიმძიმის პაციენტებში და აღვრევინეთ სუდნოები – ნინო ნადირაძე

1,682 წაკითხვა

ექიმი ნინო ნადირაძე ეხმიანება ნოდარ ლადარიას მიერ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ პოსტს, რომელშიც ის ექიმების მიმართ, მადლობის ნიშნად გამოხატულ ტაშს აკრიტიკებდა.

„გაუტყდა რომ ტაში მას არ დაუკრეს? წარმომიდგენია რა შურით უცხოვრია მთელი ცხოვრება და გულით შემეცოდა.  ვიცით, რომ არაფერი არაა მუდმივი, ტაშიც მათ შორის, არც სიხარული, არც წუხილი, არც ბედნიერება, მაგრამ ამის გამო ყველაფერ ამაზე უარი ვთქვათ? აი შეაგდეთ ეს ბოღმა იმ საშუალო სიმძიმიე პაციენტებში და აღვრევინეთ სუდნოები 200 ლარად, რა ფასადაც ამას პერსონალი აკეთებს! ფუჰ, ეს მართლა “ნაკერავზე გასახევი“ – წერს ნინო ნადირაძე.

ნოდარ ლადარიამ კი პოსტი მალევე წაშალა, თუმცა სტატუსის ფოტოვერსია ინტერნეტში იძებნება.

Next Post

„ძვირფასო მთავრობავ, სანამ ჩვენ დავრჩებით სახლში, თქვენ წადით სახლში“ – ირინა სარიშვილი

პარ მარ 20 , 2020
1,682 წაკითხვაირინა სარიშვილის პოსტი სოციალურ ქსელში: „ძვირფასო მთავრობავ! – თქვენი მხრიდან მოწოდება “დარჩით სახლში” უნდა ნიშნავდეს უხელფასოდ სახლში დარჩენილთა საკვებით მომარაგებას, კომუნალურების (ან ბინის ქირის) გადახდას, ყველა იმ აუცილებელი ხარჯის დაფარვას, რაც ადამიანის ფიზიკურ არსებობას სჭირდება. აქედან რომელიმე პუნქტის შემსრულებელი ხართ?! არც ერთის! ამიტომ სანამ ჩვენ დავრჩებით სახლში, თქვენ წადით სახლში! P.S. ის ტაში აივნებიდან თქვენ არ გეკუთვნით – ექიმებისაა!“– წერს […]