ზიარების წესი არ იცვლება, უფალმა როგორც დაადგინა, ისე იყო, არის და იქნება

1,942 წაკითხვა

”ზიარების წესი არ იცვლება. ზიარება ჩვენი არ არის, უფალმა როგორც დაადგინა, ისე იყო, არის და იქნება.”– ამის შესახებ მეუფე იოანემ ქუთაისში ქუჩების კურთხევის დაწყების წინ განაცხადა. მან ხალხი გაამხნევა სიტყვებით: ”ჩვენთან არს ღმერთი!”

რაც შეეხება სააღდგომო ღვთისმსახურების წესის ცვლილებას, მეუფე იოანემ განაცხადა, რომ ამას მაშინ ვნახავთ, როდესაც აღდგომა დადგება.

”ერთ რამეს ვერ ვიაზრებთ, რომ არის ერთი სულიერი, მარადიული ცხოვრება და არის წარმავალი განზომილება და ამის ერთმანეთში არევა არ შეიძლება. შეიძლება, რაღაც საკითხებში ემთხვეოდეს და რაღაც საკითხებში არა, მაგრამ ეკლესია მარადიულ ღირებულებებს ემსახურება, სულით უკვდავებას ემსახურება და ადამიანის ცხონებას ემსახურება და ის არ განიზომება წარმავალი მოვლენებით. ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა გაუფრთხილდე თავს. უფალმა თქვა, ”არა განსცადო უფალი შენი”, კადნიერად და უტიფრად არ უნდა მოიქცე და შენს თავზე იმაზე მეტი არ უნდა აიღო, ვიდრე შენ შეგიძლია იტვირთო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხორციელი შიშის გამო ჩვენ ჩავიკეტოთ, თავის გადარჩენაზე ვიფიქროთ და უფალი დავივიწყოთ, ქვეყანა-ერი დავივიწყოთ.

ზიარების დროს, როდესაც მღვდელი გამოაბრძანებს ბარძიმს, მიმართავს ხალხს – ”შიშითა ღვთისა და სარწმუნოებით და სიყვარულით მოვედითო”, ვისაც აქვს ღვთის მოშიშება, სიყვარული და რწმენა, თქვენ მოდითო და ვინც ეჭვებშია და შიში აქვს, ის ნუ მოვა. ორგულად მისვლა ცოდვას ნიშნავს.” – განაცხადა მეუფე იოანემ.

Next Post

„თურმე, კოვზით ზიარებისას დაავადება არ გადავა, რაც ჩემთვის არის აბსურდი“ – გიგა ბოკერია

შაბ მარ 21 , 2020
1,942 წაკითხვაპარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება და საპატრიარქოს უპირისპირდება: „მორწმუნე ადამიანებს, ან მათ ნაწილს უფლება აქვთ, არ სჯეროდეთ მეცნიერების, ან მიიჩნევდნენ, რომ მათი მნიშვნელოვანი რელიგიური რიტუალის დროს მეცნიერება არ მუშაობს, როგორც ახლა გვესმის, თურმე, კოვზით ზიარებისას დაავადება არ გადავა ადამიანებზე, რაც ჩემთვის არის აბსურდი, მაგრამ მათ აქვთ უფლება, რომ ამის სჯეროდეთ. თუმცა ეს უფლება სამოქალაქო […]

შესაძლოა მოგეწონოთ