„თურმე, კოვზით ზიარებისას დაავადება არ გადავა, რაც ჩემთვის არის აბსურდი“ – გიგა ბოკერია

2,468 წაკითხვა

პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება და საპატრიარქოს უპირისპირდება:

„მორწმუნე ადამიანებს, ან მათ ნაწილს უფლება აქვთ, არ სჯეროდეთ მეცნიერების, ან მიიჩნევდნენ, რომ მათი მნიშვნელოვანი რელიგიური რიტუალის დროს მეცნიერება არ მუშაობს, როგორც ახლა გვესმის, თურმე, კოვზით ზიარებისას დაავადება არ გადავა ადამიანებზე, რაც ჩემთვის არის აბსურდი, მაგრამ მათ აქვთ უფლება, რომ ამის სჯეროდეთ. თუმცა ეს უფლება სამოქალაქო სეკულარულ სახელმწიფოში მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვების უსაფრთხოება“.

„მთავრობა ვალდებულია, რომ თუ სავალდებულო შეზღუდვებს დააწესებს, შეკრებებზე ან იმ ტიპის ქმედებებზე, რომელიც ძალიან ზრდის გავრცელების რისკებს, ეს შეეხოს ყველას და მათ შორის პირველ რიგში, ყველაზე დიდ რელიგიურ კონფესიას, რაც არის მართლმადიდებლური ეკლესია. სრულიად გაუგებარი იქნება, თუ ასე არ მოხდება. როცა გაქვს დიდი გავლენა, ამას მოჰყვება პასუხისმგებლობა. რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უპასუხისმგებლოა განცხადებები იმაზე, რომ – ვცდით კოვზით, თუ სხვანაირად რაღაცების გაკეთებას, თუ დადასტურდა, რომ ვრცელდება დაავადება, მერე გადავიფიქრებთ.

არსებობს საღი აზრი მეცნიერული, რომ ასეთი გზით გავრცელების რისკი იზრდება უაღრესად. ეს იდეების გავრცელების შეზღუდვა კი არ არის, ეს არის დაავადებების გავრცელების რისკების შემცირება და აქედან გამომდინარე უნდა მოქმედებდეს ყველა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

Next Post

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება - რა შეზღუდვები იმოქმედებს საგანგებო მდგომარეობის დროს

შაბ მარ 21 , 2020
2,468 წაკითხვასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ისაუბრა იმ შეზღუდვებზე, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის დროს განისაზღვრება. „იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევისთვის პირი იძულებით იყოს გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში, წესების დარღვევისთვის გამოყენებული იქნება სანქციები. საერთაშორისო სამგზავრო სახმელეთო მიმოსვლაზე წესდება შეზღუდვები გარდა სატვირთო გადაზიდვებისა. დგინდება საჯარო სერვისების მიწოდების განსხვავებული სერვისები და ადმინისტრაციული საქმის წარმოების განსხვავებული წესები და ვადები. საქართველოს მთავრობას მიეცემა უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში, საკარანტინო საიზოლაციო […]