„თუ უკიდურესი აუცილებლობა არ არის, სახლიდან არ გამოვიდეთ – ისევ და ისევ თქვენი უსაფრთხოებისთვის“

1,853 წაკითხვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულების მნიშვნელობას.

„ძალიან მნიშვნელოვანია ყველა რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ასევე, კეთდება სიუჟეტები, გამოდიან მინისტრები, ჯანდაცვის წარმომადგენლები და ხსნიან დღეს ქვეყანაში არსებულ სიტუაციას.

ძალიან მნიშვნელოვანია, თუ უკიდურესი აუცილებლობა არ არის, სახლიდან არ გამოვიდეთ – თუ არ მივდივართ სასურსათო მაღაზიაში ან აფთიაქში წამლის საყიდლად. ამ ერთი თვის განმავლობაში, სანამ ეს პროცესი არ დაწყნარდება და არ წავა კლებისკენ, არ არის აუცილებელი ახლობლების, ნათესავების მონახულება, ისევ და ისევ თქვენი უსაფრთხოებისთვის, თქვენი ოჯახის წევრების, ახლობლებისა და ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს დაგვეხმარება ჩვენ და ჩვენს პოლიციასაც“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა „იმედის“ ეთერში.

 

Next Post

„ქართული მართლმადიდებელი ეკლესია არის ტერორისტების ორგანიზაცია და ხელისუფლება ვალდებულია იმოქმედოს ამ შემთხვევაში“

შაბ მარ 21 , 2020
1,853 წაკითხვაპარტია „ნაციონალური მოძრაობის“აქტივისტი და მხარდამჭერი თეა თუთბერიძე სოციალურ ქელში მართმადიდებელი მღვდლების გაკრეჭას ითხოვს. თუთბერიძის უკმაყოფილება, ზოგიერთი მღვდლის განცხადებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც მღვდლები არ აპირებენ დაემორჩილონ საგანგებო მდგომარეობის წესებს. „აი ამათ უნდა დააპუტო ეს წვერები და შეყარო ციხეებში. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია რეალურად არის ტერორისტების ორგანიზაცია და ხელისუფლება ვალდებულია იმოქმედოს ამ შემთხვევაში!“– წერს თუთბერიძე