ისრაელის ექიმები – „ეს ავადმყოფობა გაცილებით იოლია, ვიდრე ჩვენ დასაწყისში გვეგონა“

2,090 წაკითხვა

ისრაელის ექიმების განცხადებით, კორონავირუსი გაცილებით იოლად გრძელდება, ვიდრე ამას დღემდე ვარაუდობდნენ. ამასთან, მათი თქმით, საკარანტინო ზომები საშუალებას იძლევა დაიწიოს ზეწოლამ ჯანდაცვის სისტემაზე.

„თუკი თქვენ დაინფიცირდებით კიდეც კორონავირუსით, ეს სამყაროს დასასრული არ არის. ეს დაავადება, რომელიც 84 %-ში იოლად მიმდინარეობს, ადამიანთა ნაწილი ვერც კი გებულობს, რომ დაინფიცირებულები არიან. 16 % – თვის ეს გაცილებით მძიმე დაავადებაა, რომელთაგან 2.5-დან 5% – მდე შესაძლოა, საჭიროებდეს ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციას. სიკვდილის პროცენტული მაჩვენებელი კი სრულებითაც არ არის ისეთი, როეგორიც გვესმოდა ჩინეთის ხუბეის პროვინციიდან. ეს ციფრები გაცილებით დაბალია. თუკი ამას შევხედავთ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ეს ავადმყოფობა გაცილებით იოლია, ვიდრე ჩვენ დასაწყისში გვეგონა“ – განაცხადა „რია ნოვოსტითან“ ინტერვიუში ისრაელის „შიბა-ტელ-ა-შომერ“-ის უმსხვილესი კლინიკური ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პროფესორმა აფეკ არნონმა.

ისრაელში სამშაბათის მონაცემებით, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 324 ადამიანს შეადგენს, რომელთაგან 5-ის მდგომარეობა მძიმეა.

იპნ

Next Post

ახლა კი ეს სექტა და მისი ანასხლეტები ჩასაფრებულები არიან – ვერ ეღირსებით უკან მობრუნებას!

შაბ მარ 21 , 2020
2,090 წაკითხვაანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში “ნაციონალურ მოძრაობას” აკრიტიკებს და საზოგადოებას მიმართავს: “აშკარად გამოიკვეთა, რომ საქართველოს ყველაზე წარმატებულია ჯანდაცვის სისტემა აქვს და ამ სისტემას წარმატებული მინისტრი ტიკარაძე ხელმძღვანელობს. ჩემი უცხოელი მეგობრები და კოლეგებიც კი მუდმივად აღნიშნავენ, რომ მთლიანად საქართველოს მთავრობა და მისი მეთაური გახარია მუშაობენ გამართულად და კოორდინირებულად. დარწმუნებული ვარ, რომ არსებულ და მომავალ ეკონომიკურ გამოწვევებსაც გაართმევენ თავს. უნდა აღინიშნოს, […]