ახლა კი ეს სექტა და მისი ანასხლეტები ჩასაფრებულები არიან – ვერ ეღირსებით უკან მობრუნებას!

2,350 წაკითხვა

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში “ნაციონალურ მოძრაობას” აკრიტიკებს და საზოგადოებას მიმართავს:

“აშკარად გამოიკვეთა, რომ საქართველოს ყველაზე წარმატებულია ჯანდაცვის სისტემა აქვს და ამ სისტემას წარმატებული მინისტრი ტიკარაძე ხელმძღვანელობს.

ჩემი უცხოელი მეგობრები და კოლეგებიც კი მუდმივად აღნიშნავენ, რომ მთლიანად საქართველოს მთავრობა და მისი მეთაური გახარია მუშაობენ გამართულად და კოორდინირებულად. დარწმუნებული ვარ, რომ არსებულ და მომავალ ეკონომიკურ გამოწვევებსაც გაართმევენ თავს.

უნდა აღინიშნოს, რომ გუნდურობა და ერთიანობა ნაციონალური მოძრაობასაც ახასიათებდა, ოღონდ ხალხის დატერორებასა და ჩაგვრაში. ახლა კი ეს სექტა და მისი ანასხლეტები ჩასაფრებულები არიან და ამას არც კი მალავენ, რომ მათთვის მოსალოდნელი ეკონომიკური კოლაფსით არჩევნებში გამარჯვებას მოიპოვებენ. ვერ ეღირსებით ვერც კოლაფსს და ვერც უკან მობრუნებას! 

საზოგადოება შინ და გარეთ ხედავს, რომ “ქართული ოცნება” გუნდური და ერთიანია თანამოქალაქეების დახმარებასა და ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებთან ბრძოლაში.

ჯანმრთელობა, მშვიდობა და განვითარება საქართველოს!” – წერს აბაშიძე

Next Post

„მეჩვენება, რაღაც, მორწმუნეების დევნის კამპანია ხომ არ იწყება ქვეყანაში“

შაბ მარ 21 , 2020
2,350 წაკითხვადაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული. ცენტრის“ ერთ-ერთი ხელმღძვანელის პაატა იმნაძის განცხადებით: ეჩვენება, რომ მორწმუნეების დევნის კამპანია იწყება, ამის შესახებ იმნაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა: „ვერ ვადევნებ თვალყურს ვერც მედიას და ვერც ამ დისკუსიებს, რაც იმართება… მეჩვენება, რაღაც, მორწმუნეების დევნის კამპანია ხომ არ იწყება ქვეყანაში, ჯერ იყო და ჩინელებზე იყო რაღაც… კიდევ კარგი, მაშინ მედიას, მე მგონი, სწორი პოზიცია ეკავა […]