დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული. ცენტრის“ ერთ-ერთი ხელმღძვანელის პაატა იმნაძის განცხადებით: ეჩვენება, რომ მორწმუნეების დევნის კამპანია იწყება, ამის შესახებ იმნაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა:
„ვერ ვადევნებ თვალყურს ვერც მედიას და ვერც ამ დისკუსიებს, რაც იმართება… მეჩვენება, რაღაც, მორწმუნეების დევნის კამპანია ხომ არ იწყება ქვეყანაში, ჯერ იყო და ჩინელებზე იყო რაღაც… კიდევ კარგი, მაშინ მედიას, მე მგონი, სწორი პოზიცია ეკავა და იცავდა ჩინელებს უსაფუძვლო თავდასხმებისგან. ახლა მეჩვენება, რომ მორწმუნეების დევნის კამპანიაა“, ურწმუნო მორწმუნეს ვერასოდეს გაუგებს, იმიტომ, რომ სხვანაირად უყურებენ ისინი ცხოვრებას. ამიტომ ყველანი ცოტა ფრთხილად ვიყოთ ამ თემაზე
„მეთოდები არ უნდა იყოს [ასეთი]. თქვენ ახალგაზრდა ბრძანდებით, მე საკმაოდ ასაკოვანი ვარ, მაგრამ მეც არ მოვსწრებივარ… კომუნისტების პირველ ეტაპზე იყო ასეთი, „მებრძოლ-უღმერთოთა კავშირი“, იმ მეთოდებით არ შეიძლება ეკლესიასთან ბრძოლა“, – განაცხადა იმნაძემ