„კარგად ვიცი, რა მუცლის გვრემაც გაქვთ და დაოკდით“ – ბონდო მძინარაშვილი

2,511 წაკითხვა

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ეკლესიასთან და წირვებთან დაკავშირებით ამდენი აჟიოტაჟი სრულიად ზედმეტია! შეწყვიტეთ ეკლესიის და საპატრიარქოს დისკრედიტაცია!

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ვრცელდება ყველაზე! სასულიერო პირები, ისევე, როგორც საერო პირები არიან კანონმორჩილი მოქალაქეები!

ტაძრებში წირვები აღევლინება მრევლის გარეშე! მრევლს კურთხევა მიეცემა, სახლში ილოცოს! სასულიერო პირების მრევლთან ურთიერთობის კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობს!

სააღდგომო წირვა გადაიცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერით! პირდაპირი ეთერის სიგნალს მიიღებენ სხვა მაუწყებლები!

მრევლი სახლში მოისმენს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეს! კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ: ამ მდგომარეობას ნუ გამოიყენებთ ეკლესიის და საპატრიარქოს დისკრედიტაციისთვის! კარგად ვიცი, რა მუცლის გვრემაც გაქვთ და დაოკდით“– წერს ბონდო მძინარაშვილი.

Next Post

„უნდა ვაღიაროთ, რომ პრემიერი საკმაოდ კარგი კრიზისმენეჯერია“ - შორენა კოწოწაშვილი

კვი მარ 22 , 2020
2,511 წაკითხვაჟურნალისტი შორენა კოწოწაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „იმ ფონზე, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით არის შექმნილი კორონავირუსის გამო და იმ უმძიმესი სტატისტიკის პირობებში, რომელსაც ინტენსიურად ვეცნობით, ფაქტია, საქართველოში ამ ეტაპისთვის არსებული ვითარება დამაიმედებელია. ეს არა მხოლოდ ქართველი, მმართლაც რომ მაღალკვალიფიციური ექიმების მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია, არამედ პრემიერის აშკარად სწორი და გონივრული ნაბიჯებისაც, რომელიც უნდა ვაღიაროთ, რომ საკმაოდ კარგი კრიზისმენეჯერია. ექიმების ინფორმაციით, სწორედ პრემიერმა […]

შესაძლოა მოგეწონოთ