„უნდა ვაღიაროთ, რომ პრემიერი საკმაოდ კარგი კრიზისმენეჯერია“ – შორენა კოწოწაშვილი

1,359 წაკითხვა

ჟურნალისტი შორენა კოწოწაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„იმ ფონზე, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით არის შექმნილი კორონავირუსის გამო და იმ უმძიმესი სტატისტიკის პირობებში, რომელსაც ინტენსიურად ვეცნობით, ფაქტია, საქართველოში ამ ეტაპისთვის არსებული ვითარება დამაიმედებელია. ეს არა მხოლოდ ქართველი, მმართლაც რომ მაღალკვალიფიციური ექიმების მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია, არამედ პრემიერის აშკარად სწორი და გონივრული ნაბიჯებისაც, რომელიც უნდა ვაღიაროთ, რომ საკმაოდ კარგი კრიზისმენეჯერია. ექიმების ინფორმაციით, სწორედ პრემიერმა აიღო პროცესის მართვა სრულად თავის თავზე. იოლი არ არის პანდემიის პირობებში, მსოფლიო მასშტაბით ამხელა სიკვდილიანობის ფონზე ჩვენნაირი ეკომომიკის ქვეყანაში (კარგად ვიცით ჩვენი რესურსებიც და ბიუჯეტის შესაძლებლობებიც) იმ შედეგს მიაღწიო, რომელიც ამ ეტაპისთვის გვაქვს. თუმცა, მთავარი სიმძიმე წინაა. სწორედ ამიტომ, მაქსიმალურად უნდა მოვინდომოთ ყველამ, რათა ვირუსის გავრცელების მასშტაბი არ იყოს დიდი და რომ საქართველოს ეკონომიკა არ გაჩერდეს, ინსტიტუტებმა გამართულად იმუშაონ. უნდა დავიცვათ წესები და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. სწორედ ურთიერთთანადგომა და ერთმანეთის გაფრთხილება თუ გადაგვარჩენს მძიმე შედეგებისგან, რა თქმა უნდა, ღვთის შეწევნით“.

Next Post

„გარდაცვალების შემთხვევები, მხოლოდ რიცხვები არაა, ისინი ადამიანები არიან“ - იტალიის პრემიერ-მინისტრი

კვი მარ 22 , 2020
1,359 წაკითხვაგარდაცვალების შემთხვევები, რის შესახებაც გვესმის, მხოლოდ რიცხვები არაა, ისინი ადამიანები არიან, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ყველა „არააუცილებელი ქარხანა“ უნდა დაიხუროს, ვინაიდან იტალია მსგავს მწვავე კრიზიში „მეორე მსოფლიო ომის“ შემდეგ არ ყოფილა. მისი განმარტებით, დახურვა არ შეეხება იმ საწარმოებს, სადაც საკვები და სამედიცინო აღჭურვილობა მზადდება. ჯუზეპე კონტემ აღნიშნა, რომ უამრავი მოქალაქის სიკვდილი დიდი […]