აპატურაი: „არ შეგვიძლია ახალი წევრის მიღება თუ ეს დაძაბულობას გაზრდის“

961 წაკითხვა

„ერთია რას ამბობს რუსეთი და მეორეა, ნატოს მტკიცე პოზიცია. რუსეთი ქმნის სირთულეებს, მაგრამ ამ სირთულეებს უნდა გავუმკლავდეთ. გადაწყვეტილებას მიიღებს ნატო კონსენსუსით“, – განუცხადა „ქრონიკას“ ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივაზე საუბრისას.

„ნატოს წევრმა ქვეყნებმა საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიიღეს და თქვეს, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. კითხვაა – როდის. უნდა გავაგრძელოთ რეფორმები და ვიმუშაოთ გეოპოლიტიკურ ასპექტებზე. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარები მოწმობს, რომ რუსეთს არ სურს საქართველოს ნატოში გაწევრიანება. დიახ, ნამდვილად არის სირთულეები. ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ ამ სირთულეებს.

გასათვალისწინებელია, რომ რუსეთს არც მონტენეგროს ნატოში გაწევრიანება სურდა. რუსეთს არ სურდა ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანებაც ალიანსში. რუსეთს არ სურდა არც ბალტიისპირეთის ქვეყნების ნატოში გაერთიანება. საქართველოსთან მიმართებაში, მათ საკუთარი ნეგატიური დამოკიდებულება დაამტკიცეს არამარტო სიტყვებით-ნათელია, რაც ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში და „სამხრეთ ოსეთში“, რაც არის ნაწილი მათი სურვილის, გააკონტროლონ საქართველოს მიერ არჩეული მიმართულება. ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით.

ნატო გაფართოებას ასე უდგება. ნატო უნდა იყოს მზად ახალი წევრის მისაღებად, რაც ნიშნავს წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსს. პარტნიორი ქვეყანა უნდა იყოს მზად ალიანში გასაერთიანებლად. პირველ რიგში, უნდა სურდეს და მერე დააკმაყოფილოს საჭირო სტანდარტები. ასევე, უნდა შევხედოთ უფრო ფართო ჭრილში ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. ჩვენ არ შეგვიძლია მივიღოთ ახალი წევრი, თუ ეს გამოიწვევს დაძაბულობის ზრდას და დააზარალებს ნატოს ახალ წევრს, ნატოს, სამეზობლოს. ჩვენ უნდა გადავხედოთ ამ ფაქტორებს და ეს ნორმალურია, მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ ნატო თავად იღებდა და მომავალშიც თავად მიიღებს გადაწყვეტილებას. ასპირანტი ქვეყანაც თავად მიიღებს გადაწყვეტილებას და არ მივცემთ უფლებას მესამე მხარეს, ჩაერიოს ან გადაწყვიტოს“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

მისივე თქმით, რუსეთის აღქმა რეალობის საპირისპიროა. არა ნატო მიდის რუსეთის საზღვრებთან ახლოს, არამედ რუსეთის საზღვრებთან ახლოს მყოფი ქვეყნებს სურთ ნატოსთან დაახლოება და ალიანსში გაწევრიანება, რაც აპატურაის შეფასებით, პოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან განსხვავებული რამ არის იმ აღქმიდან, რასაც რუსეთი ქმნის.

„ნატოს წევრ ქვეყნებს, რომლებიც ესაზღვრებიან რუსეთის ფედერაციას, მაგალითად ნორვეგია, არ აქვთ პრობლემები რუსეთთან. ათწლეულებია, რაც რუსეთთან კარგი ურთიერთობა აკავშირებთ. ეს არის მცდარი შეხედულება, რეალობის საპირისპირო და შეთხზული აღქმა.

ისტორიას თუ გადავხედავთ, არ ვფიქრობ საუკუნეების მანძილზე რუსეთს საქართველოსთან პოზიტიური ურთიერთობების დემონსტრირება მოეხდინოს და ეს იმის მიუხედავად, იყო თუ არა მაგიდაზე ნატოში საქართველოს მომავალი წევრობის საკითხი. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ საფრთხეებს ხელი არ შეუშლია არც საქართველოსთვის და არც ნატოსთვის გაეგრძელებინათ, გაეღრმავებინათ ურთიერთობები, თანამშრომლობა, დასახული მიზნისკენ სწრაფვა, სვლა მომავალი ინტეგრაციისკენ, მხარდაჭერა საქართველოს რეფორმების გზაზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ“, – აღნიშნავს ნატოს გენდმივნის სპეციალური წარმომადგენელი.

imedinews.ge

Next Post

„ვერავინ უნდა ბედავდეს ამას - ხალხის რეაქციის უნდა ეშინოდეს“ - დემურ გიორხელიძე

პარ აგვ 2 , 2019
961 წაკითხვა „როცა ტრადიციული, საოცრად საღი და გახსნილი ქართული კულტურის მატარებელ ხალხს ერთი მუჭა მართული უხვად დაფინანსებული ნაძირალების ჯგუფი, რომელიც კარგად დაგეგმილ და აწყობილ ინფრასრუქტურაშია გადანაწილებული (პრესა, ტელევიზიები, არასამთავრობოები, პროფესურა ე.წ. ”რეიტინგულ უნივერსიტეტებში” (სნობი შეძლებული ქართველების ჯიბეებიდან ფულის ამოსახაპად და მათი შვილების გამოსათაყვანებლად), ბედავს იმას,  რომ უკვე 25 წელია არყევს, უტევს და ცდილობს გარყვნას ამ კულტურის მატარებელი ხალხი (რაც, თავისთავად, […]

შესაძლოა მოგეწონოთ