„გარდაცვალების შემთხვევები, მხოლოდ რიცხვები არაა, ისინი ადამიანები არიან“ – იტალიის პრემიერ-მინისტრი

1,131 წაკითხვა

გარდაცვალების შემთხვევები, რის შესახებაც გვესმის, მხოლოდ რიცხვები არაა, ისინი ადამიანები არიან, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ყველა „არააუცილებელი ქარხანა“ უნდა დაიხუროს, ვინაიდან იტალია მსგავს მწვავე კრიზიში „მეორე მსოფლიო ომის“ შემდეგ არ ყოფილა.

მისი განმარტებით, დახურვა არ შეეხება იმ საწარმოებს, სადაც საკვები და სამედიცინო აღჭურვილობა მზადდება.

ჯუზეპე კონტემ აღნიშნა, რომ უამრავი მოქალაქის სიკვდილი დიდი ტკივილია იტალიისთვის.

„უამრავი მოქალაქის სიკვდილი ის ტკივილია, რომელთან გამკლავებაც ყოველდღიურად გვიწევს. გარდაცვალების შემთხვევები, რის შესახებაც გვესმის, მხოლოდ რიცხვები არაა, ისინი ადამიანები არიან,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში ახალი კორონავირუსის 47 000 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 4 000-ს აჭარბებს.

ipn

Next Post

გვიცავს თუ არა ე.წ. “შავი პირბადე” კორონასგან? – ინფექციონისტის განმარტება

კვი მარ 22 , 2020
1,131 წაკითხვაინფექციონისტი მაია ჯანაშია პირბადეების შესახებ ვრცელ ინფორმაციას აქვეყნებს: “მრავალჯერადი ვითომ “დამცავი პირბადე” იმ პრობლემას ვერ მოაგვარებს რაზეც ასე ვღელავთ. ის ალბათ უფრო გვათბობს, ვიდრე გვიცავს. იმ ტიპის პირბადის შეკერვას, რომ მინიმუმ ქირურგიული სტანდარტი დააკმაყოფილოს, უნდა ცოდნა. მინიმუმ შეიკეროს იმ ქსოვილისგან, რომელიც უძლებს მაღალ ტემპერატურას (ხარშვას, დასტერილებას). ესეც გამოუვალ შემთხვევაში , შეიძლება ამით ჩანაცვლდეს ე.წ ქირურგიული ნიღბები და არა ეს […]