„ბანკების მორიგი თაღლითობა – მთავრობამ, როგორც ჩანს, წაუყრუა”

4,448 წაკითხვა

კომერციული ბანკების მორიგი თაღლითობა
საქართველოს ეროვნული ბანკის დახმარებითა და მთავრობის წაყრუებით?!
ვინ რა არ გაითვალისწინა ან გამორჩა… გაასწორეთ!

გამოდის, რომ კომერციული ბანკები შეღავათებს ფასიანს ხდიან და ინაზღაურებენ იმ დანაკლისს, რასაც კრიზისი მათ მიაყენებს:
(ა) ვისაც კი იპოთეკური სესხები და სხვა შედარებით მოცულობითი სესხები აქვთ, რამდენიმე ათასით მეტის გადახდა მოუწევთ. – ეს აშკარაა!.. სქემები, რომელიც დადეს – ამას ნიშნავს!
ამასთან,
(ბ) ბანკები აიძულებენ ადამიანებს მიიღონ ეს შეღავათები: არც გადახდის ახალ გრაფიკს აძლევენ და არც სხვა ინფორმაციას – ხალხს დააყენებენ ფაქტის წინაშე!.. “ცოტათი გაძვირდებაო”, – აი, პასუხი, ვინაც დაურეკა… მაგრამ ახალ გრაფიკზე კატეგორიულად უარზე არიან… ვერ მოგცემთო!
ამას რა ჰქვია?!

ევროპაში გადახდები შეაჩერეს ნულოვანი სარგებელითა და რაიმეს დარიცხვის გარეშე!

მთავრობამ, როგორც ჩანს, წაუყრუა!
პრეზიდენტის დეკრეტში შემზღუდავი ამ თაღლითობისა არაფერი ჩაიდო –
გამოდის ის, რაზეც არაერთხელ დამიწერია:
ხელისუფლება ისევ ბანკებზე და ოლიგოპოლიებზე იმუშავებს, – კრიზისის შედეგებს მხოლოდ ხალხი გადაიტანს საკუთარ ბეჭებზე!

სად არის აუცილებელი დახმარება იმ ადამიენებისათვის (პენსიონერები, მარტოხელები, მარტოხელა დედები და სხვა პრობლემური კატეგორია ხალხისა)… რით იარსებონ?
ბანკმა თქვა პენსიებს წინასწარ გავცემო, მაგრამ რას დაარიცხავს, შეუძლია გაშიფროს? ისევ ზედმეტს წაიღებენ და პენსიონერებზეც ფული გაკეთდება…

დადეთ სქემები, რას აკეთებს: დადეთ კონკრეტულად რამდენი ზედმეტი ფული უნდა გადაიხადოს ადამიანმა “ამ შეღავათებისათვის”
თქვენ ვინ ხართ!
საერთოდ, არც დედა გყავთ, არც მამა, არც აღზრდის მადლი გადმოსულა თქვენზე და არც ადამიანობა დაგრჩათ?!

ფულის კეთებაა მხოლოდ ამ სასტიკ დროში ხომ მთავარი?!

დემურ გიორხელიძე

Next Post

გეუბნებიან, შორი-შორს დადექითო, ეკლესიის გარეთ დადექითო, ეს ყველაფერი თქვენთვის არის, ეს ყველაფერი იოლი შესასრულებელია, მთავარია, რომ უფალთან ვიყოთ

კვი მარ 22 , 2020
4,448 წაკითხვაგეუბნებიან, შორი-შორს დადექითო, ეკლესიის გარეთ დადექითო, ეს ყველაფერი თქვენთვის არის, ეს ყველაფერი იოლი შესასრულებელია, მთავარია, რომ უფალთან ვიყოთ, – ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ბრძანა. ილია მეორეს თქმით, არ უნდა შეგვეშინდეს. “ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ჯვრის თაყვანისცემას, ჯვრის ტვირთვას, უნდა ვიტვირთოთ ჯვარი ჩვენი და ეს ჯვარი მიგვიყვანს ჩვენ სასუფეველში. „დიდ ხარ შენ […]

შესაძლოა მოგეწონოთ