მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოეწყო (ფოტო)

1,171 წაკითხვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საველე ინფრასტრუქტურის მოწყობა მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დაევალა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, საველე ჰოსპიტალის მოწყობის მიზნით, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

საველე ჰოსპიტალის გარდა, ადგილზე მოეწყო სპეციალური სივრცე, სადაც ინტენსიურად მოხდება იმ პერსონალის დეზინფექცია, ვისაც შეხება ექნება საველე ჰოსპიტალში მყოფ პირებთან.

შესაბამის სამუშაოებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფები ჩაატარებენ.

ჰოსპიტალის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობდა. მარნეულში იმყოფებოდა მისი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის და ქბრბ სამმართველოს ხელმძღვანელები.

Next Post

საქართველოს მთავრობის დადანაშაულება ამ საკითხში არაა სწორი -  სოსო მანჯავიძე

ორშ მარ 23 , 2020
1,171 წაკითხვაუცხოეთში დარჩენილი ქართველების ბედი, რომელთა ნაწილი უსახსროდ დარჩა, ყველას გვაწუხებს, მაგრამ საქართველოს მთავრობის დადანაშაულება ამ საკითხში არაა სწორი, ხოლო ამ თემის პოლიტიკურ სიბრტყეში გადაყვანა-საერთოდ უზნეობაა. ჯერ ერთი – ამ პრობლემის გადაწყვეტა ასეთ დროს უჭირთ ისეთ ქვეყნებსაც კი, როგორიცაა საფრანგეთი და აშშ. მეორე – თავიდანვე იქნა მიღებული ზომები და შეიძლება ითქვას, რომ შესაძლებლის მაქსიმუმი კეთდება. ცალკეულ ჩინოვნიკთა დაუდევრობა, ცხადია. გამორიცხული […]