თურნავა ლარის გაუფასურებაზე: ბერკეტები ეროვნული ბანკის ხელშია

1,403 Views

როგორც მოსალოდნელი იყო და ეს ოფიციალურმა სტატისტიკამაც ცხადყო, არ არსებობს რაიმე ორგანული, ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული სიღრმისეული მიზეზი, რომელიც წლის პირველ 6 თვეში ლარის კურსზე ნეგატიურ როლს ითამაშებდა“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ყველაფერი მიგვანიშნებს, რომ ლარის კურსთან მიმართებით შექმნილი პრობლემები, ძირითადად გამოწვეულია ნეგატიური საინფორმაციო ფონით და გარკვეული სპეკულაციური მოლოდინებითა და განცხადებებით. მინისტრის თქმით, ეროვნული ვალუტის კურსი დასტაბილურდება ნეგატიური, აჟიოტაჟური ფონის ნორმალიზების შემთხვევაში, თუმცა, ეს ბერკეტებიც არის ეროვნული ბანკის ხელში და არის სრული მზადყოფნა, რომ ვითარების შესაბამისად, ეს ბერკეტებიც იქნას გამოყენებული.

„აქედან გამომდინარე, არის ხედვა, არის ბერკეტები, რომლის გამოყენების მზადყოფნაც არსებობს. უბრალოდ, ეს ძალიან სერიოზული ანალიზის საფუძველზე უნდა გავაკეთოთ და არა აჟიოტაჟური მოწოდებების საპასუხოდ“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ეროვნულმა ვალუტამ მკვეთრი გაუფასურება ბოლოს 25 ივნისიდან დაიწყო, როცა ლარი დოლართან და ევროსთან 4 თეთრით გაუფასურდა. 26 ივნისს ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ლარს გრძელვადიან პერსპექტივაში საფრთხე არ ემუქრებოდა. მან ანალოგიურად შეაფასა სიტუაცია მაისის დასაწყისშიც. 9 მაისს ნათია თურნავამ თქვა, რომ ლარის კურსის გაუფასურება მოკლევადიანი რყევაა.

30 ივლისს, ისტორიაში პირველად, კომერციულ ბანკებში 1 დოლარის ფასი 3 ლარი გახდა. ამ ფონზე ბიზნესის წარმომადგენლებმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გააკრიტიკეს.

დღეს, ცნობილი გახდა, რომ ლარის გასამყარებლად ეროვნული ბანკი დოლარს გაყიდის.

Next Post

„ვერავინ უნდა ბედავდეს ამას - ხალხის რეაქციის უნდა ეშინოდეს“ - დემურ გიორხელიძე

პარ აგვ 2 , 2019
1,403 Views „როცა ტრადიციული, საოცრად საღი და გახსნილი ქართული კულტურის მატარებელ ხალხს ერთი მუჭა მართული უხვად დაფინანსებული ნაძირალების ჯგუფი, რომელიც კარგად დაგეგმილ და აწყობილ ინფრასრუქტურაშია გადანაწილებული (პრესა, ტელევიზიები, არასამთავრობოები, პროფესურა ე.წ. ”რეიტინგულ უნივერსიტეტებში” (სნობი შეძლებული ქართველების ჯიბეებიდან ფულის ამოსახაპად და მათი შვილების გამოსათაყვანებლად), ბედავს იმას,  რომ უკვე 25 წელია არყევს, უტევს და ცდილობს გარყვნას ამ კულტურის მატარებელი ხალხი (რაც, თავისთავად, […]

mediapress.ge@gmail.com