ყველაზე უპასუხისმგებლო კომპანია – „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“

1,398 Views

ყველაზე უპასუხისმგებლო კომპანია – „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, რომელმაც თანამშრომლებს მკაცრი გაფრთხილება მისცა, რომ წყალი ჩაეჭრათ იმ ურჩი გადამხდელებისთვის რომლებიც არ იხდიან გადასახადს. მათ შორისაა ისინიც, ვისაც უკვე წლების დავალიანება ერიცხება. რა თქმა უნდა იმაზე არავინ დავობს, რომ ურჩ გადამხდელებზე ხელის დაფარება უნდა მოხდეს მაგრამ, ისმის კითხვა – რატომ მაინც და მაინც იმ დროს, როდესაც ყვეყანაში ასეთი მძიმე მდგომარეობაა, ხომ არ არის ეს ქმედება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული?

ასევე, GWP-ს თანამშრომლებს არ აქვთ პირბადეები, ხელთათმანები და სადეზიფექციო საშუალებებზე ზედმეტია ლაპარაკი, რასაც ყველა კომპანია აკეთებს და საკუთარი თანამშრომლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უფრთხილდება.

მართალია, ჟურნალისტი უნდა იცავდეს ყველა ჟურნალისტურ სტანდარტს და საკუთარი მძაფრი შეფასებებისგან თავი შეიკავოს, თუმცა, შექმნილი უმძიმესი ვითარებიდან გამომდინარე, ვიტოვებთ უფლებას გავაკეთოთ მსგავსი კატეგორიული შეფასებები და მივმართოთ მთავრობას, რათა დროულად მოახდონოს კომპანიის უპასუხისმგებლო ხელმძღვანელების გაფრთხილება.

განსაკუთრებით საყურადღებოა ფაქტი, რომ კომპანიის დირექტორთა საბჭოში არის ისეთი ადამიანი – ეკატერინე ბერიძე, ვინც, წლების წინ იყო ჟურნალისტი და აქტიურად აშუქებდა მსგავს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მოვლენებს, რომელსაც წესით, სხვებზე მეტი მახვილი თვალი უნდა ჰქონდეს ამ კუთხით. იმედია, ქვეყნის მთავრობა აღნიშნულ პრობლემაზე მოახდენს სწრაფ რეაგირებას, კომპანიის თანამშრომლები ნამდვილად ეკუთვნიან რისკ-ჯგუფებს, ვინაიდან, მათ აქტიური შეხება აქვთ აბონენტებთან.

 

Next Post

დაპირისპირება მარნეულში - სამართალდამცავებმა კარანტინის წესების დამრღვევი მოსახლეობისათვის ხელის შეშლა სცადეს

ორშ მარ 23 , 2020
1,398 Viewsმარნეულის მუნიციპალიტეტში დაპირისპირება სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებსა და ადგილობრივებს შორის მოხდა. სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებმა კარანტინის წესების დამრღვევი მოსახლეობისათვის ხელის შეშლა სცადეს, რა დროსაც მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივი ჟურნალისტის ვლადიმერ ჩხიტუნიძის ინფორმაციით, მარნეულის ერთ-ერთ ქუჩაზე სარიტუალო სუფრა იყო გაშლილი, პოლიციამ მოსახლეობას დაშლისკენ მოუწოდა, რამაც მოსახლეობის გაღიზიანება გამოიწვია და სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. „პოლიციასა და ერთ-ერთ მოსახლეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება დაიწყო. […]

mediapress.ge@gmail.com