დაპირისპირება მარნეულში – სამართალდამცავებმა კარანტინის წესების დამრღვევი მოსახლეობისათვის ხელის შეშლა სცადეს

2,129 წაკითხვა

მარნეულის მუნიციპალიტეტში დაპირისპირება სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებსა და ადგილობრივებს შორის მოხდა.

სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებმა კარანტინის წესების დამრღვევი მოსახლეობისათვის ხელის შეშლა სცადეს, რა დროსაც მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

ადგილობრივი ჟურნალისტის ვლადიმერ ჩხიტუნიძის ინფორმაციით, მარნეულის ერთ-ერთ ქუჩაზე სარიტუალო სუფრა იყო გაშლილი, პოლიციამ მოსახლეობას დაშლისკენ მოუწოდა, რამაც მოსახლეობის გაღიზიანება გამოიწვია და სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.

„პოლიციასა და ერთ-ერთ მოსახლეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება დაიწყო. ერთ-ერთი ადგილობრივი საპატრულო პოლიციის წარმომადგენლისკენ იწევდა, სავარაუდოდ, დარტყმის მიზნით. აქ მოსახლეობის დიდ ნაწილს ინფორმაცია არ აქვს ახალი რეგულაციების და წესების შესახებ. ისინი აცხადებენ, რომ არ იციან რა უფლებები და მოვალეობები აქვთ,“ – აღნიშნა ჟურნალისტმა ვლადიმერ ჩხიტუნიძემ.

შეგახსენებთ, მარნეულში მკაცრი საკარანტინო რეჟიმია გამოცხადებული, რის გამოც მოსახლეობის თავშეყრა აკრძალულია.

ge.news-front.info

Next Post

„ივანიშვილი გაერიდა ვითარებას და ეს სახელმწიფოს წაადგა, თუ ასე გააგრძელებს, უკეთესი იქნება“

ორშ მარ 23 , 2020
2,129 წაკითხვა„სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება დაგვჭირდეს უფრო მკაცრი ნაბიჯების გადადგმა, როგორც კარანტინის, ასევე კრიმინალის აფეთქების მიმართულებით, რისგანაც, სამწუხაროდ, დაზღვეული არა ვართ“ – აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. ექსპერტი ამბობს, რომ აქამდე სამთავრობო სისტემა ვერ მუშაობდა ეფექტიანად, რადგან: „აქამდე სამთავრობო სისტემა ვერ მუშაობდა ეფექტიანად, რადგან ინსტიტუციური ცენტრები და ძალის ცენტრები ერთმანეთისგან იყო დაშორებული, ანუ ინსტიტუციური ცენტრები არ იღებდნენ […]