„ივანიშვილი გაერიდა ვითარებას და ეს სახელმწიფოს წაადგა, თუ ასე გააგრძელებს, უკეთესი იქნება“

4,286 წაკითხვა

„სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება დაგვჭირდეს უფრო მკაცრი ნაბიჯების გადადგმა, როგორც კარანტინის, ასევე კრიმინალის აფეთქების მიმართულებით, რისგანაც, სამწუხაროდ, დაზღვეული არა ვართ“ – აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. ექსპერტი ამბობს, რომ აქამდე სამთავრობო სისტემა ვერ მუშაობდა ეფექტიანად, რადგან:

„აქამდე სამთავრობო სისტემა ვერ მუშაობდა ეფექტიანად, რადგან ინსტიტუციური ცენტრები და ძალის ცენტრები ერთმანეთისგან იყო დაშორებული, ანუ ინსტიტუციური ცენტრები არ იღებდნენ გადაწყვეტილებებს, ისინი მიიღებოდა სადღაც სხვაგან, ამიტომ მთელი სისტემა მუშაობდა შეფერხებით. რაკი გადაწყვეტილებები შესათანხმებელი ჰქონდათ რაღაც გაუგებარ ძალის ცენტრებში, ეს, რა თქმა უნდა, აყოვნებდა და ხშირად შეუძლებელსაც კი ხდიდა ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებასა და დროულად განხორციელებას. გვქონდა ვითარება, როცა პრემიერ-მინისტრის კაბინეტზე წარწერა “პრემიერ-მინისტრი” იყო სიმბოლური და არავის ჰქონდა განცდა, რომ ის იღებდა გადაწყვეტილებებს, ან იყო რამეზე პასუხისმგებელი. დღეს, როგორც ჩანს, ეს ვითარება შეიცვალა, ანუ ინსტიტუციურ ცენტრებზე მათი რეალური ფუნქციების დელეგირება მოხდა, შეიძლება ითქვას, რომ კრიზისმა ინსტიტუციური წესრიგი აღადგინა. როგორც ჩანს, ძალის ცენტრს – ბიძინა ივანიშვილს შექმნილი ვითარების ბევრი არაფერი გაეგება და პროცესებისგან შორს დგას, სწორედ ამიტომ სახელმწიფოც დაემსგავსა სახელმწიფოს. ამ ვითარებაში განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა, რაოდენ მნიშვნელოვანია ინსტიტუციური წესრიგი. მოკლედ, ივანიშვილი გაერიდა ვითარებას და ეს სახელმწიფოს წაადგა. კრიზისის შემდეგაც თუ ასე გააგრძელებს, უკეთესი იქნება“, – აცხადებს ხუხაშვილი.

Next Post

ამირან გამყრელიძის პასუხი გიორგი ვაშაძეს (ვიდეო)

ორშ მარ 23 , 2020
4,286 წაკითხვა