ბელგიის ჯანდაცვის მინისტრმა ჯგუფური სექსი აკრძალა – მიზეზი კორონავირუსის გავრცელების საფრთხეა

1,437 წაკითხვა

ბელგიის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა, კორონავირუსის საფრთხის გათვალისიწინებით, დახურულ სივრცეში 3 და მეტ პირს შორის სექსუალური ურთიერთობები აკრძალა. განცხადება მეგი დე ბლოკმა დღეს გააკეთა. ამის შესახებ გამოცემა worldnewsdailyreport-ის წერს.

დე ბლოკმა განმარტა, რომ მსგავსი სახის სწრაფი გადაწყვეტილება ბელგიის რეპუტაციას უკავშირდება, როგორც „ლუდის მსმელებისა“ და „ევროპაში ჯგუფური სექსის დედაქალაქად“ ცნობილ ქვეყანას.

„ჩვენ იძულებული გავხდით, მიგვეღო სწრაფი ზომები. ორგიები იკრძალება, სანამ ვირუსის საფრთხე არ გადაივლის“ – დასძინა მან.

შენიშვნა: როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა და ის უბრალოდ ე.წ. „შავი იუმორის“ კატეგორიაში გადიოდა.

World News Daily Report-ის ცნობით, რომელიც აღნიშნული ინფორმაციის პირველწყარო გახლავთ, სტატია გამოგონილ ხასიათს ატარებს, რაც ე.წ. სატირული მემეების მოყვარულთათვის კარგი საკბილო აღმოჩნდა – ინფორმაცია სხვადასხვა ვარიაციებით არაერთმა უცხოურმა იუმორისტულმა საინფორმაციო სააგენტომ გამოაქვეყნა.

World News Daily Report-ი აცხადებს, რომ მათ მიერ გავრცელებული ყველა ინფორმაცია საინფორმაციო ხასიათს არ ატარებს – ზოგიერთი მათგანი, უბრალოდ, ხუმრობაა.

Next Post

„ეს ვირუსის გავრცელების რისკს გაზრდის და აი, რატომ…“ – ბონდო მძინარაშვილი

ოთხ მარ 25 , 2020
1,437 წაკითხვაჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი, სოციალური ქსელის მეშვეობით მობილურ ოპერატორებსა და ინტერნეტპროვაიდერებს მოუწოდებს, არსებული ვითარება გაითვალისწინონ და არ გაუთიშონ ინტერნეტი და მობილური კავშირი იმ ოჯახებს, რომლებიც მოხმარების საფასურის გადახდას ვერ მოახერხებს. „ნუ გათიშავთ ინტერნეტს და მობილურ კავშირს! ———————————— ვიცი, რომ ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის დამძიმების პრევენციისთვის! ვიცი, რომ ბიზნეს-სუბიექტებთან მოლაპარაკებებს მართავს და მათთვის გარკვეული შეღავათების სანაცვლოდ სამუშაო ადგილების […]

შესაძლოა მოგეწონოთ