„საქართველო მზად არის, დაიკავოს გაერთიანებული სამეფოს ადგილი ევროკავშირში“- ფრანგული მედია

1,913 წაკითხვა

სტატიას ფრანგული გამოცემა „Slate“ ავრცელებს სტატიის ფრანგულ თაარგმანს უცვლელად გთავაზობთ:

„ეს განცხადება ოდნავ აბსურდულადაც მოგვეჩვენებოდა, რომ არა მისი წყარო: ფრანგულენოვანი, ფრანკოფილი პრეზიდენტი და დევნილი ქართველთა ოჯახის შთამომავალი, რომლებიც საფრანგეთში 1920-იან წლებში გადაიხვეწნენ. სალომე ზურაბიშვილი აირჩიეს 2018 წლის დეკემბერში. მანამდე კი იგი იყო საფრანგეთის ელჩი თბილისში (2003-2004 წლები), შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი (2004-2005 წლები), პარლამენტის წევრი (2018 წლის ოქტომბერი-დეკემბერი) – წერს.

ყოფლი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 2011 წლის დეკემბერში დააფუძნა 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში უმრავლესობით წარმოდგენილი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ (შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2020 წლის ოქტომბერში), ასევე ეხმიანება ხსენებულ დასავლურ ამბიციას, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხშირად ახასიათებენ, როგორც მოსკოვთან უფრო ახლოს მდგომს, ვიდრე ბრიუსელთან. ასევე საგულისხმოა, რომ ივანიშვილს აქვს ორმაგი მოქალაქეობა: საფრანგეთის და საქართველოს.

მას შემდეგ, რაც 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმით ძალაუფლება გადაეცა პარლამენტს და დამკვიდრდა საპარლამენტო სისტემა, პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად წარმოდგენილია უმრავლესობით: 115 მანდატი 150-დან, აიღო განსაკუთრებული პასუხისმგებლობა საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით.

აქცენტი კეთდება კოლხეთისა და იბერიის უძველეს სამეფოებზე, ქვეყნის ქრისტიანულ ფესვებზე მე-4 საუკუნიდან და მართლმადიდებლობაზე 1054 განხეთქილების შემდეგ. 1917 წლის რევოლუციის და 1-ლი მსოფლიო ომის შემდგომი ზავების შედეგად, 1918-1921 წლებში საქართველო ჩამოყალიბდა საპარლამენტო და დემოკრატიულ რესპუბლიკად, თუმცა დამოუკიდებლობის საბოლოოდ აღდგენა შესაძლებელი გახდა მხოლოდ 1991 წლის აპრილში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

დღეს კი საქართველოს პრეზიდენტის (თუნდაც ჯერ აუსრულებელი) სურვილის სრული მნიშვნელობა იშლება ეკონომიკური წარმატების ჭრილში. 2019 წლის აგვისტოში საფრანგეთის მეწარმეთა ყრილობაზე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში ქვეყნის მოქალაქეთა 80%-ზე მეტი დარწმუნებულია, რომ

საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.

იმ დროს, როცა ჩვენი პარტნიორობა 25-წლიან ნიშნულს უახლოვდება, საქართველოში ეკონომიკური ზრდა თითქმის 4.5%-ს შეადგენს და, მსოფლიო ბანკის თანახმად, ეკონომიკური ინდიკატორები დღესაც დადებითადაა შეფასებული. ასევე შთამბეჭდავია სიღარიბესთან ბრძოლის მაჩვენებლები: 32.5%-დან 2006 წელს (მოსახლეობა: 3.7 მილიონი) მხოლოდ 16.3%-მდე 2017 წელს.

ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში 2014 წლის 27 ივნისს ევროკავშირთან ხელმოწერილი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება ადასტურებს, რომ საქართველო წარმოადგენს მოწინავე ეკონომიკას ევროპის სამეზობლო პოლიტიკის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, რომელშიც, სხვა ქვეყნებთან ერთად, ასევე შედიან უკრაინა და მოლდოვა.

მაშინ, როცა ევროპის დედაქალაქებში მიმდინარე დებატები ევროკავშირის გაფართოების შესაძლებლობების შესახებ პასიურ ფაზაშია დიდი ბრიტანეთის გასვლის მიზეზით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება აორმაგებს ქართველთა „მოთმინების უნარს“ ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით, ხოლო ქართული ოცნების ხელისუფლება იჩენს სიმტკიცეს და, ამავე დროს, პრაგმატიზმს ევროკავშირთან დაკავშირებით ქვეყნის ამბიციებთან მიმართებაში.

იგივე შეიძლება ითქვას საქართველოში სტაბილურობის უზრუნველყოფაში და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებაში ევროკავშირის მიერ შეტანილი წვლილის შესახებაც – კერძოდ, იგულისხმება საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების აღდგენა და დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის (ანუ, ქვეყნის ტერიტორიის 25%-ის) დე-ფაქტო რეინტეგრაცია, ასევე თანამშრომლობის გაღრმავება მართლმსაჯულების სფეროში (თავისუფლება, უსაფრთხოება, ფუნდამენტური უფლებები), ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება და საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის სტრატეგიებში, პროგრამებსა და უწყებებში.

მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების ანგარიშში, რომლის 2019 წლის მონაცემების თანახმად საქართველო მსოფლიოში მე-7 ადგილზეა ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით, ხაზგასმულია საჯარო სექტორის რეფორმის მიმდინარეობა და ეკონომიკის ლიბერალიზაციის დაჩქარება.

ეს ეკონომიკური რეალობა, რომელსაც ჩვენ მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ, კონკრეტულ გამოძახილს ჰპოვებს ევროპის საბჭოში, რომელსაც საქართველო ამჟამად თავმჯდომარეობს და რომლის წევრიც იგი გახლავთ 1999 წლიდან. სწორედ ეს გახლავთ დაახლოებისკენ გამიზნული დღის წესრიგის რეალიზაციის ყველაზე მკაფიო გზა, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს ევროპას და აზიას ბუნებრივი „კარიბჭის“, ანუ საქართველოს და სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნების მეშვეობით. ეს ასევე ეხება (ადრიატიკის, შავი და ბალტიის ზღვების დამაკავშირებელი) „სამი ზღვის ინიციატივის“ პროგრამას, რომელიც დაიწყო დუბროვნიკში 2016 წელს და შემდეგ გაგრძელდა ვარშავაში 2017 წელს.

სახვადასხვა დამოუკიდებელ საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს გამაოგნებელი და მზარდი პროგრესი წინააღმდეგობაშია ზოგიერთ ევროპულ მედიასაშუალებაში ახლახან გავრცელებულ ნარატივთან, თითქოს ივანიშვილი და ქართული ოცნება ექცევიან მოსკოვის ორბიტაში და უკან იხევენ ევროპასთან დაკავშირებით საქართველოს მისწრაფებების ხარჯზე. ამ რეალობის მიღება, რაც საქართველოს მთავრობამ გააკეთა კიდეც, ხაზს უსვამს მის გონივრულობას და პრაგმატულობას.

რადგან აქ საქმე ასევე გვაქვს ჩვენს უნართან, უზრუნველვყოთ ჩვენი პოზიციონირება ერთგული მოკავშირეების გვერდით როგორც ისტორიულად, ისე საერთო სასიკეთო ინტერესების თვალსაზრისით, რათა ჩვენ შევძლოთ ჩვენი პოზიციების დაკავება აღმოსავლეთისა და დასავლეთის შემაერთებელი ამ ახალი მარშრუტების გაყოლებაზე, რომლებიც წარმოადგენს გაფართოებული ევროპის ახალ სახეს, რომელიც დღეს ეჭვგარეშე მოიცავს ევრაზიის გეოეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ განზომილებას.

ცხადია, რომ ხსენებული არის მხოლოდ რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ უნდა ჩავიდეს მალე საქართველოში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი – ერთ-ერთი ასეთი მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო შეიძლება იყოს კარიბჭე აზერბაიჯანისა და ყაზახეთისკენ“.

marshalpress.ge

Next Post

„ბიძინა სად არის ამ დროს?, ბიძინა რას აკეთებს?… ჰო და, გეტყვით“ - ხათუნა ხოფერია

ხუთ მარ 26 , 2020
1,913 წაკითხვასაქართველოში არსებული ვითარებისა და კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ, ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს წერს: „რა მოხდა საქართველოში?! როდესაც ყველაფერი ჩაივლის, ბევრი სტატია დაიწერება 2020 წლის ჟამიანობაზე. იქნება ანალიტიკური, კრიტიკული, მადლიერი და უმადური წერილებიც.. ვნებები ჩაცხრება, ცხოვრება გაგრძელდება ! მე, ახლა დავწერ. ხომ შეიძლება, რომ დამავიწყდეს, რას ვფიქრობდი, რას განვიცდიდი 2020 წლის 26 […]

შესაძლოა მოგეწონოთ