ძალიან კარგი და მისასალმებელია ხელისუფლების მხრიდან კორონავირუთან დაკავშირებით მთელი რიგი ღონისძიებების გატარება. ასევე, სწორად მიმაჩნია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და მარნეულსა და ბოლნისის რაიონში მკაცრი საკარანტინე პირობების ამოქმედება, მაგრამ ასევე ბევრი თემაა რომელიც სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს. მოგეხსენებათ, ცნობილი მოწოდება ,,დარჩი სახლში” ჩემთვისაც მისაღებია და მოსახლეობამ აუცილებლად უნდა შეასრულოს,მაგრამ, ისმის ლოგიკური კითხვა – რით ირჩინოს თავი მოსახლეობამ? ადამიანებს რომელთაც არანაირი დანაზოგი არ აქვთ შიმშილისათვის არიან განწირული. ასევე, უსერიოზულესი პრობლემაა კომუნალურების გადახდის საკითხი, სხვადასხვა ადმინისტრაციული ჯარიმების თუ ვალდებულების შესრულების საკითხი, ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ხელისუფლება ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა შემდეგი საკითხების დასარეგულირებლად:
1) შემუშავდეს უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობის დახმარების კონკრეტული გეგმა 2)მინიმუმ სამი თვით მოხდეს კომუნალურების გადასახადების გადავადება, 3)ადმინისტრაციული ჯარიმების ვადის გადავადება (მათშორის საპატრულო პოლიციის) 3) აღსრულების პროცედურების გადავადება (გამოსახლებები და აშ..) 4) მეწარმე სუბიექტისათვის ვალდებულებების გადავადება, ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ აუცილებელი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ღონისძიებებისა რაც ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაატაროს.
გიორგი ლაღიძე