რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა „დიდი ოცეულის“ ლიდერებს შესთავაზა, მორატორიუმი გამოაცხადონ სანქციებზე იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებიც კორონავირუსის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდნენ. ამის შესახებ მან „დიდი ოცეულის“ ლიდერების ვიდეოკონფერენციის დროს ისაუბრა.
„არანაკლებ მნიშვნელოვანია კრიზისის პერიოდში შეიქმნას ე.წ. მწვანე დერეფნები, რომელიც თავისუფალი იქნებოდა სავაჭრო ომებისგან და სანქციებისგან, მედიკამენტების, სურსათის, აღჭურვილობისა და ტექნოლოგიების ურთიერთმიწოდებისთვის“ , – განაცხადა კრემლის ლიდერმა.
პუტინის თქმით, დიდი ოცეულის ქვეყნებმა უნდა შემოიღონ სოლიდური მორატორიუმი პირველადი საჭიროების საქონელთან დაკავშირებით, ასევე მათი შეძენისთვის ფინანსურ ტრანზაქციაზე.
მისი თქმით, ეს არის ადამიანების სიკვდილ-სიცოცხლის, სუფთა ჰუმანიტარული საკითხი.
რუსეთის პრეზიდენტის პროგნოზით, კორონავირუსი იმაზე გაცილებით სერიოზულ პრობლემებს შექმნის, ვიდრე 2008-09 წლების ფინანსურმა კრიზისმა შექმნა.
ipn