მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას – ამის დროა ეხლა? – ირინა სარიშვილი

6,412 წაკითხვა

მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას!

ორადორი რამ გევალებათ:
1. აღასრულოთ საგანგებო მდგომარეობა ბოლომდე!
2. დაიცვათ თქვენი ქვეყნის მოქალაქეებს სოციალური, ეკონომიური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოება რამდენადაც ეს შესაძლებელია.

გარდა იმისა რომ ვერც ერთს ვერ ახერხებთ, საპირისპიროთი ხართ დაკავებული და კვლავ პოლიტიკური ანგარიშსწორების რეჟიმში მუშაობთ!
სხვა არაფერი არ შეიძლება ეწოდოს თქვენს ქმედებას თუ გააზრებულ უმოქმედობას ზუგდიდში განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით, როცა თქვენ თავად შეუქმენით ახალგაზრდებს ის სიტუაცია რომ მათი კეთილი საქმე საფრთხედ გადაქცეულიყო (პირბადეების დარიგება მაქვს მხედველობაში). ზუგდიდიც გამიზნულად შეარჩიეთ – სანდრა რულოვსის გავლით სააკაშვილზე თავდასხმა! ამის დროა ეხლა?!!! თქვენი გავლენის აგენტების ,მეშვეობით ილანძღებიან ადამიანები რომლებიც თქვენს გასაკეთებელ საქმეს აკეთებენ – პირბადეების დარიგება, სწრაფი ტესტების მოთხოვნა და ა.შ. და ამ ყველაფრის მიზანია თქვენთვის არასასურველი და ყველაზე საშიში ოპონენტის დისკრედიტაცია და ეს მაშინ როცა ოპოზიციამ მორატორიუმი გამოაცხადა მთავრობის კრიტიკაზე!
თქვენ, ნაცვლად იმისა რომ რაც გევალებათ ის აკეთოთ, პოულობთ დროს და მახეს უგებთ და თქვენი გავლენის აგენტების მეშვეობით ბინძურ ჭორებს უყრით და ებრძვით პოლიტიკურ ოპონენტებს! ამის დროა ეხლა?!!!

აქვე მინდა ვკითხო იმ ოპოზიციონერებს, რომლებიც ცდილობენ ისარგებლონ ხელისუფლების ნაძირლობით და მათი ბინძური გეგმების გამოყენებას ცდილობენ კონკურენტის ოპოზიციონერების წინააღმდეგ: თქვენი მორატორიუმი მარტო ხელისუფლებას ეხებოდა?!
თქვენც იგივე შეკითხვას გისვამთ: ამის დროა ეხლა???

და კიდევ ერთი შეკითხვა ხელისუფლებას:
რას ემსახურება თქვენი მხრიდან კორონით გარდაცვლილის დასაფლავების, გვამზე ჩასატარებელი პროცედურების, გვამის კუბოში მოთავსებამდე შეფუთვის საჯაროდ დეტალური აღწერა?! გინდათ გული გაუხეთქოთ ისედაც დაზაფრულ ადამიანებს თუ უბრალოდ რეგვენები ხართ?! თუ ორივე ერთად?!

არის ამაზე პასუხის გამცემი ვინმე?!
არა! არ არის!

როგორი უხერხულია რომ ჩვენს არაჩვეულებრივ ინფექციონისტებს ასეთი ხელმძღვანელობა უნდა მართავდეს! უხერხული და სირცხვილი!
სირცხვილია!

ირინა სარიშვილი

Next Post

„65 წლის ასაკიდან პაციენტებს ხელოვნურ სუნთქვაზე უარს ვეუბნებით… მდგომარეობა გაუსაძლისია უკვე!“ – საფრანგეთში მყოფი ქართველი ექიმი

პარ მარ 27 , 2020
6,412 წაკითხვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი ეკა ჩაკვეტაძე, სოციალურ ქსელში სასოწარკვეთილ პოსტს აქვეყნებს… როგორც ჩანს, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის რესურსები საფრანგეთს აღარ გააჩნია და სამედიცინო პერსონალს უწევს მყისიერი გადაწყვეტილებების მიღება – ვინ დატოვოს ცოცხალი და ვინ – არა… „მდგომარეობა უკვე გაუსაძლისი ხდება ! განადგურებული ფილტვები, 40 წლის პაციენტებით გადაჭედილი რეანიმაცია! 65 წლის ასაკიდან უკვე იძულებულები ვართ ხელოვნურ სუნთქვაზე უარი ვუთხრათ! დაიცავით თვით […]