ნინო გიორგობიანი მთავარ არხს პასუხობს – „მორიგი მავნებლობა და დეზინფორმაცია“

2,624 წაკითხვა

რაც დღეს მთავარი არხის ანონსში გავიდა, მორიგი მავნებლობა და დეზინფორმაციაა. მერამდენედ უნდა ამხილონ ეს არხი ტყუილების ტირაჟირებაში.
მთავარი არხის გავრცელებულ ანონსის კადრებში კარგად ჩანს და იკითხება ხელშეკრულება, სადაც წერია, რომ სარემონტო სამუშაოები გულუას 8 ნომერში დაიწყება.
მეგობრებო, ალბათ ყველამ კარგად იცით, განსაკუთრებით ჟურნალისტებმა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა და, მათ შორის, მინისტრის ვახტანგ გომელაურის სამუშაო კაბინეტიც გულუას 10 ნომერში მდებარეობს.
რაც შეეხება სარემონტო სამუშაოებს, გულუას 8 ნომერში ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტისთვის შენობის რემონტი ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ გადაწყდა და ტენდერი იანვარში გამოცხადდა.
P.S. შეიძლება ბევრს სურდეს, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე ქვეყანა გაჩერდეს და ინფრასტრუქტურული პროექტები ჩავარდეს, თუმცა, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში ინფრასტურქტურული პროექტები არ შეჩერებულა.

ნინო გიორგობიანი

Next Post

როგორ გამოიყურება კორონა ვირუსი ვიზუალურად? - ბიძინა კულომბეგოვის საინტერესო ახსნა

შაბ მარ 28 , 2020
2,624 წაკითხვა