„მთავრობას ვთავაზობ იდეას – ნუ შეგვეშინდება რადიკალური ზომების მიღების“ – ოთარ ჩრდილელი

1,665 წაკითხვა

პარლამენტარი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში წერს:

“მთავრობას ვთავაზობ იდეას, რომლის განხორციელებაც დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, ქმედითია და უკვე სხვა ქვეყნებში აპრობირებულიცაა.

მომზადდეს სამართლებრივი ბაზა და კარანტინის დამრღვევს არ შეეძლოს: ქვეყნის დატოვება, ჩამოერთვას მართვის მოწმობა, არ ჰქონდეს იარაღის ტარების ან შენახვის უფლება, ვეღარასოდეს იმუშაოს სახელმწიფო სამსახურში და ა.შ.

სინგაპურმა უკვე გამოიყენა ეს ქმედება და მოქალაქეს, რომელმაც დაარღვია კარანტინის წესი, აღარასოდეს შეეძლება ქვეყნის დატოვება. 

ადრე იგივე ქმედება განახორციელა ავსტრალიამაც და რამდენადაც მახსოვს მოქალაქეობაც კი ჩამოართვა იმ პირებს, რომლებიც ისლამური სახელმწიფოს მხარეს იბრძოდნენ. 

ნუ შეგვეშინდება რადიკალური ზომების მიღების, ჩვენ კანონმორჩილი მოქალაქეები არ უნდა დავისაჯოთ იმ ადამიანების გამო, რომელთაც უბრალოდ მოქალაქეობრივი თვით-შეგნება არ გააჩნიათ. (თან შიდა გავრცელების ფონზე)

დავასწროთ ვირუსის გამავრცელებელ უპასუხისმგებლო პირებს და მოვაქციოთ მავნებლები კანონის ჩარჩოში.”-წერს ჩრდილელი

Next Post

გვიცავს თუ არა სამედიცინო ნიღაბი კორონავირუსისგან?

კვი მარ 29 , 2020
1,665 წაკითხვა ბოლო დროს მთელი მსოფლიო კორონავირუსსა და მასთან დაკავშირებულ პროფილაქტიკურ ზომებზე საუბრობს. დაავადებისგან დამცავ ერთ-ერთ საშუალებად სამედიცინო ნიღბებს მიიჩნევენ. საინტერესოა, შეუძლია თუ არა რეალურად სამედიცინო ნიღაბს კორონავირუსისგან დაცვა? დროა, აფთიაქში გავიქცე?  მოითმინეთ, ამ მოსაზრებას მყარი მეცნიერული დასაბუთება სულაც არ აქვს. ამიტომაც მხოლოდ ნიღაბი თქვენ ვერ დაგიცავთ. აქვე უნდა განიმარტოს, რომ დიდი სამედიცინო დაწესებულებები ადამიანებს ნიღბის ტარებას არ ურჩევენ, თუ ეს უკანასკნელნი საავადმყოფოებში ან […]