დააკვირდით მათ თვალებს, რომლებშიც სრული სიცარიელე, სრული უინტელექტობა და დაუფარავი ზიზღია ჩაბუდებული

2,480 წაკითხვა

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში ტელეკომპანია “მთავარ არხს” აკრიტიკებს:

“ვერასოდეს დამალავთ, რომ მორალურად არარაობა ხართ!!!

„სიცრუე ხშირ გამეორებას საჭიროებს. ფსიქოლოგიურად ადამიანს უჭირს იმის წარმოდგენა, რომ მის მიერ მოსმენილი – სრული სიცრუეა. რაც უფრო დიდია ტყუილის მასშტაბები, მით დამაჯერებელია იგი. იცრუეთ ისე, რომ არაფრის შეგეშინდეთ და შეგრცხვეთ, იცრუეთ რაც შეიძლება მეტად და გაბედულად და მერწმუნეთ, წარმატება არ დააყოვნებს“ – ამბობდა გებელსი მიHა თავის ნაცკორონებთან ერთად მუდამ ამ ფორმულით “მუშაობს”.
დღეს ე.წ. ტელეკომპანია „მთავარი“ აპირებს კიდევ უფრო მაღალ რეესტრში აიყვანოს გააგრძელოს ზემოთ ნახსენები დირექტივის ხაზი და საზიზღარი სიცრუით დაზაფროს საქართველოს მოსახლეობა.
ხელისუფლება “სტატისტიკას მალავს” და “ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია” – აი ეს იქნება ვინმე გვარამიას მთავარი თემა ჩვენი ბრწყინვალე სპეციალისტების ბულინგის ფონზე.
მე არ ვიცი ვინ იქნებიან მისი „სტუმრები“, მაგრამ სავარაუდოდ რომელიმე ე.წ. „გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების“ წარმომადგენლები თავიანთი „კვლევების“ შედეგებით გაამყარებენ იმ მარაზმს, რასაც ეს ხროვა შემოგვთავაზებს.
დამერწმუნეთ მათთვის რაიმეს მოწოდებას, დამუნათებას, ნამუსზე შეგდებას ან თუნდაც ლანძღვას აზრი არა აქვს.
კარგად დააკვირდით მათ თვალებს, რომლებშიც სრული სიცარიელე, სრული უინტელექტობა და დაუფარავი ზიზღია ჩაბუდებული. დააკვირდით და დაინახავთ იმ რობოტს რომელშიც ბოროტების ჩადენის პროგრამა ჩატვირთეს.
სწორედ ამიტომ მათ წინააღმდეგ არსებობს ერთი შესანიშნავი მეთოდი (რომელიც ყველამ შეგვიძლია გამოვიყენოთ) – სრული იგნორი და დაცინვა.
დამერწმუნეთ, რომ ეს ამ ბეჩავ კომპლექსიანებზე ზუსტად ისე მოქმედებს, როგორც ვამპირზე მზის სხივის მოხვედრა.
ჯონ ლენონმა თქვა: „თქვენ შეგიძლიათ ჩაიცვათ ძვირფასი ფეხსაცმელი და კოსტიუმი, განსაჯოთ სხვები და სიკვდილამდე ტყუილები ილაპარაკოთ, მაგრამ ვერასოდეს დამალავთ, რომ მორალურად არარაობა ხართ“ – წერს გაბრიჭიძე

Next Post

„საქართველოს განათლების უპასუხისმგებლო მინისტრს მივმართავ!“ - დემურ გიორხელიძე

ორშ მარ 30 , 2020
2,480 წაკითხვაახლა სიბრაზისგან თავს ვერ ვიკავებ! საქართველოს განათლების უპასუხისმგებლო მინისტრს მივმართავ! მათემატიკოსი ხარ?! ნახე, ამ უთავოო საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე მათემატიკაში რა აბსურდული გაკვეთილია მათემატიკაში: შეცდომები, მეთოდური ლაფსუსები.. ეეეეეჰ!!! ეს მუსხელიშვილის, ვეკუას, კუპრაძის, რაზმაძის და უამრავი სხვა ბრწყინვალე მათემატიკოსის ქვეყანაა და კიდევ მათი უმაღლესი კლასის მოსწავლეების ქვეყნააა! სად ბანაობთ, ამას რას აკეთებთ! ათაყვანებთ ბავშვებს? დემურ გიორხელიძე