ბატონო პრემიერო, გააჩერეთ ეს ნაბიჭვარი – ირაკლი კაკაბაძე გიორგი გახარიას მიმართავს

5,548 წაკითხვა

მწერალი ირაკლი კაკაბაძე, მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრობს და  პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავს.

“მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა. ის რომ დაკავებული არ არის, აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მკვლელობას, რასაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიეჩვია. ახლა აქვს ფული იარაღის ვაჭრობიდან – მას გადააქვს ტერორისტების იარაღები – ეს მე და ჩემმა მეგობრებმა ჩემი თვალით ვნახეთ – და ამ არალეგალური ფულით ახლა ჯერ ცდილობდა ზუგდიდში ხალხი დაეხოცა ჭყლეტაში და ახლა ცდილობს, რომ ათასობით ადამიანი მოუმზადებლად შემოიყვანოს, რომ აქ ქაოსი დაატრიალოს.

კითხვა არის შემდეგი: რა არის მიშა სააკაშვილის შემოსავლის წყარო? საიდან შოულობს ის მთელ მსოფლიოში დეფიციტურ ნიღბებს და პანდემიურ ეკიპირებას, რომელსაც შავ ბაზარზე ძალიან დიდი ფასი ადევს? მე მაქვს პასუხი და ბევრ კიდევ ჩემს მეგობრებს: ის უკვე დიდი ხანია უდესიანის, კეზერას და მსგავსი კრიმინალების საშუალებით არალეგალურად ყიდის იარაღს ისლამისტ ტერორისტებზე – ამ ფულს არაბი შეიხები უხდიან და ამ ფულით ახლა ქართველების დახოცვა უნდა პანდემიის დროს.

გააჩერეთ, ეს კრიმინალი – ეს კაცი მკვლელია – ის უბრალოდ გიჟი არ არის. გააჩერეთ ეს ნაბიჭვარი, ბატონო პრემიერო – ის უკვე სახლში გვივარდება იარაღის უკანონო ვაჭრობით მოპოვებული ფულით. სააკაშვილი უნდა გასამართლდეს ბიძამის თემურ ალასანიასთან ერთად ტერორიზმის ხელშეწყობის მუხლით. და ახლა უკვე მასობრივი მკვლელობების შემზადების მუხლით.“- წერს ირაკლი კაკაბაძე ფეისბუქში.

Next Post

რამდენიც გინდათ, წერეთ სალანძღავი სიტყვები, მე ეგ არ მანაღვლებს. სადარდებელი სულ სხვა რამეა – ვახო სანაია

ორშ მარ 30 , 2020
5,548 წაკითხვაჟურნალისტი ვახო სანაია კიდევ ერთხე ეხმიანება იმ ადამიანებს, ვინც ამირან გამყრელიძესთან ინტერვიუს შემდეგ აკრიტიკებს. “ცოტა დამღლელია, როცა შინაარსის გამოტანა ასე უჭირს ბევრს, მაგრამ მაინც არ დაგზარდებით. ყველაფერი ძალიან მარტივად იყო ინტერვიუში. რამდენიც გინდათ, წერეთ სალანძღავი სიტყვები, მე ეგ არ მანაღვლებს. სადარდებელი სულ სხვა რამეა. 24 მარტი. პაატა იმნაძე: „სწრაფი ტესტები ძალიან კარგია მასობრივი კვლევების დროს. ასეთი კვლევები შეიძლება, საჭირო […]