რამდენიც გინდათ, წერეთ სალანძღავი სიტყვები, მე ეგ არ მანაღვლებს. სადარდებელი სულ სხვა რამეა – ვახო სანაია

2,518 Views

ჟურნალისტი ვახო სანაია კიდევ ერთხე ეხმიანება იმ ადამიანებს, ვინც ამირან გამყრელიძესთან ინტერვიუს შემდეგ აკრიტიკებს.

“ცოტა დამღლელია, როცა შინაარსის გამოტანა ასე უჭირს ბევრს, მაგრამ მაინც არ დაგზარდებით. ყველაფერი ძალიან მარტივად იყო ინტერვიუში. რამდენიც გინდათ, წერეთ სალანძღავი სიტყვები, მე ეგ არ მანაღვლებს. სადარდებელი სულ სხვა რამეა.

24 მარტი. პაატა იმნაძე:

„სწრაფი ტესტები ძალიან კარგია მასობრივი კვლევების დროს. ასეთი კვლევები შეიძლება, საჭირო გახდეს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში. ამიტომ, სწრაფი ტესტები ამ ეტაპზე ჩვენთვის ძალიან საჭიროა“.

24 მარტი. ეკატერინე ტიკარაძე:

„დღეს ჩვენ ველოდებით სპეცრეისს, რომელიც განხორციელდება ჩინეთიდან საქართველოში და მივიღებთ ორი ტიპის სწრაფ ტესტს. ერთ-ერთი ტესტი იქნება იმის მსგავსი, რომელიც უკვე საქართველოში გვაქვს და უბრალოდ მოხდება ჩვენი მარაგების კიდევ დამატებით შევსება. მეორე ტესტი არის სწრაფი ტესტი, რომელიც პირველ და მეორე დღეს აიდენტიფიცირებს ორგანიზმში ვირუსის არსებობას.

25 მარტი. ისევ ეკატერინე ტიკარაძე:

,,1000 სწრაფი ტესტი მხოლოდ მარნეულის მოსახლეობისთვისაა განკუთვნილი, ვინაიდან აქ არის მაღალი რისკი და ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე გადაწყდა, რომ ტესტები გაკეთდება მარნეულში”

28 მარტი. გუშინდელი ინტერვიუ. ამირან გამყრელიძე:

,,მარნეულში არაა სწრაფი ტესტი, არის დაჩქარებული, ქალბატონი ეკა ალბათ აღელდა”

ანუ მარნეულში სწრაფ ტესტებს კი არ იყენებენ, არამედ ,,დაჩქარებულს”.

ეს ხომ წაიკითხეთ, რაც დავწერე ? ძალიან კარგი. ახლა გადავიდეთ შემდეგ ნაწილზე.

ინტერვიუში კონკრეტულად ტესტებზე სულ ოთხი ძირითადი საკითხის გარშემო მქონდა შეკითხვები:

1. გვჭირდება თუ არა სწრაფი ტესტები – დიახ
2. გვაქვს თუ არა სწრაფი ტესტები – არა
3. რატომ არა გვაქვს სწრაფი ტესტები – მიიღეთ მკაფიო პასუხი ?
4. ხელი შეუშალა თუ არა სწრაფი ტესტების შემოტანას არაჯანსაღმა კომერციულმა ინტერესებმა – ცალსახა და მკაფიო პასუხი ვერ მივიღეთ.

უფრო მარტივად როგორ ავხსნა ?!”- წერს ვახო სანაია.

Next Post

ეკა კვესიტაძე კომენდანტის საათთან დაკავშირებით

ორშ მარ 30 , 2020
2,518 Viewsეკა კვესიტაძე კომენდანტის საათთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს: „კაცო, მომლოცველები ჯიუტი ხალხია, 21 საათამდე რომ მივიდნენ ეკლესიაში და 06 ის შემდეგ რომ წამოვიდნენ, ეს კომენდანტის საათი ხახვივით შეგვრჩება ხელში?“- წერს ეკა კვესიტაძე.  

mediapress.ge@gmail.com