„ასეთი უნიკალური შედეგი თითქმის არც ერთ სახელმწიფოს არა აქვს“ – თენგიზ ცერცვაძე

„საქართველო დღეს ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე კარგ მდგომარეობაშია,“ – განაცხადა ტელეკომპანია “აჭარის” ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

„საქართველო დღეს ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე კარგს მდგომარეობაშია. მთელი მსოფლიო აღიარებს, საერთაშორისო ინსტიტუტებიდან დაწყებული ცალკეული ქვეყნების მთავრობებით, რომ საქართველოს საპასუხო პოლიტიკა ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაითვალა ყველაზე უფრო წარმატებულად ქვეყანაში და არაერთგზის გამოითქვა სურვილი უცხოეთის ქვეყნებიდან საქართველოს გამოცდილების გაზიარების. 100 პაციენტიდან ყველა ცოცხალია დღეს. ასეთი უნიკალური შედეგი თითქმის არც ერთ სახელმწიფოს არა აქვს”, – განაცხადა გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” ცერცვაძემ.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 108 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 20 გამოჯანმრთელებული.

ამასთან, კარანტინის რეჟიმში 5114, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 263 მოქალაქე იმყოფება.

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *