„მინდა მას წარმატებები ვუსურვო. საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობაა“

დღეს აჭარაში ძალიან მნიშვნელოვანი პარტიული შეხვედრა გვქონდა, სადაც მივიღეთ გადაწყვეტილება რეგიონული ორგანიზაციის დაფუძნებასთანდაკავშირებით – კანდიდატურად წარდგენილ იქნა თორნიკე რიჟვაძე, – ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძე დარწმუნებულია, რომ რიჟვაძე ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე წარმატებული იქნება.

“მინდა მას წარმატებები ვუსურვო. საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობაა. დარწმუნებული ვარ, თანაპარტიელებთან ერთად, ის იქნება წარმატებული. ძალიან მნიშვნელოვანია, ხალხთან, საზოგადოებასთან კომუნიკაცია, იმ პროექტებზე საუბარი, რომელიც როგორც ბათუმში, ასევე მაღალმთიან აჭარაში ხორციელდება“, – განაცხადა “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა მედიასთან, შეხვედრის დასრულების შემდეგ.

დღეს, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აჭარის რეგიონული ორგანიზაცია დაფუძნდა. ორგანიზაციის თავმჯდომარედ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე წარადგინეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

გრიგოლ ვაშაძე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება

ოთხ ივლ 17 , 2019
წაკითხვა: 92 გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე 18 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, მოწმის სტატუსით გამოიკითხება. როგორც “ინტერპრესნიუსს” “ნაციონალური მოძრაობიდან” აცნობეს, გამოკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე დაიწყება. შსს-ს ცნობით, გრიგოლ ვაშაძე, სამართალდამცველების შეკითხვებს 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეკითხვებს უპასუხებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს, გრიგოლ ვაშაძე სამინისტროში გამოკითხვაზე იყო დაბარებული, […]