ეს უპატიებელი დანაშაული იქნება ქვეყნისა და ერის წინაშე – მიხეილ სააკაშვილი

3,323 წაკითხვა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ვალუტის გადამცვლელი პუნქტების დახურვის შესახებ ფრიად საეჭვო ღონისძიებაა, რომელიც მთლიანად კლავს კონკურენციას სავალუტო ბაზარზე და ხელებს უხსნის ბანკების მონოპოლიას ამ სეგმენტში. რაც უკიდურესად უარყოფითად აისახება განსაცდელში ჩავარდნილ მოქალაქეებზე.
შესაბამისად, ხელისუფლება და ეროვნული ბანკი ვალდებულნი არიან დააწესონ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსებს შირის მინიმალურად დაბალი და ფიქსირებული მარჟა, რათა დავიცვათ მოქალაქეთა ინტერესები და მთლიანად შევზღუდოთ ბანკების მტაცებლური სპეკულატიური ინტერესები. დღეს უნდა ვზრუნავდეთ მოქალაქეთა ინტერესების მაქსიმალურ დაცვაზე და არა ბანკების გამდიდრებაზე. ნუ მისცემთ ბანკებს იმის საშუალებას, რომ ამ უდიდესი განსაცდელის ჟამს მოქალაქეთა ხარჯზე იშივონ მილიონები. არ ეყოთ რაც ძარცვეს აქამდე? ეს უპატიებელი დანაშაული იქნება ქვეყნისა და ერის წინაშე  – წერს სააკაშვილი.

Next Post

სიტყვა „კორონავირუსის“ გამოყენება ყველა მედიასაშუალებას აეკრძალა - თურქმენეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, COVID-19-ს გამორჩეული გზით ებრძოლოს

სამ მარ 31 , 2020
3,323 წაკითხვაახალი კორონავირუსის გამო მსოფლიოში არსებულ პანდემიას, ყველა სახელმწიფო თავისებური მიდგომით ებრძვის – ქვეყნების უმეტესობა მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციებს ითვალისწინებს, თუმცა თურქმენეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, COVID-19-ს გამორჩეული გზით ებრძოლოს – ქვეყანამ სიტყვა „კორონავირუსი“ საერთოდ აკრძალა. ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ აცხადებსს, რომ სიტყვა „კორონავირუსის“ აკრძალვის რეალურ მიზანს  პანდემიის შესახებ ინფორმაციის დამალვა წარმოადგენს. უფლებადამცველების ინფორმაციით, ქვეყანაში სიტყვა „კორონავირუსის“ გამოყენება ყველა მედიასაშუალებას აეკრძალა. ის ამოიღეს […]