„კორონავირუსთან დაკავშირებული პროცესები ბევრ ეჭვს აჩენს“ – რამაზ საყვარელიძე

„ვიზიარებ მოსაზრებას, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული პროცესები ბევრ ეჭვს აჩენს. ინტერნეტსივრცე აჭრელებულია მძიმე კითხვებით, მაგალითად, ეს ვითარება ბუნებრივად შეიქმნა თუ ხელოვნურად მისცეს ბიძგი, ვინ სარგებლობს და ვინ ითბობს ხელს ამ მძიმე პროცესებით და ა.შ. იმედია, როდესაც პანდემია დასრულდება, ამ კითხვებს პასუხი გაეცემა. ევროპის დიდი ნაწილიც და ამერიკის შეერთებული შტატებიც ნამდვილად მოუმზადებლად შეხვდნენ ამ დიდ პრობლემას. თუ საქართველომ მოახერხა და ვირუსის გავრცელება მნიშვნელოვნად შეანელა, რაც იმედია, ასევე გაგრძელდება, აუხსნელია, რატომ ვერ შეძლეს ეს ჩვენზე გაცილებით ძლიერმა ქვეყნებმა?!” – აცხადებს ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე გაზეთ „კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში. საყვარელიძის თქმით:

„არ არის აუცილებელი ყველაფერი ნახოთ და ყველაფერი წაიკითხოთ, რაც კი კორონავირუსის შესახებ ვრცელდება, ძალიან ბევრია ცრუინფორმაციაც, ერთ სწორ ინფორმაციაზე 50 “ფეიკი” მოდის, ამიტომ გაუფრთხილდით თავს” – აცხადებს საყვარელიძე.

  • -

    „მადამ სალომე, ოსტატურად ატყუებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რეალურად, ის ივანიშვილის მოკავშირეა“

    პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს „ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა და ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაარწმუნა, რომ ის არის პროდასავლური კურსის ერთგული ლიდერი. მან ასევე…

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის – დავით ბერძენიშვილი

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის, – ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის სწორი კონფიგურაციის გარეშე ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ. „ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის!…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *