„ლარმა დაიწყო გამყარება ბოლო ორი დღეა და ვფიქრობ, ეს ტენდენცია გაგრძელდება“

1,059 წაკითხვა

ჩვენი პროგნოზები და ფინანსური ინსტიტუტების ანალიზი, რომ სამწუხაროდ, საქმე გვქონდა ლარის ზედმეტ გაუფასურებასთან, სამწუხაროდ, გამართლდა, ვინაიდან ანალიზმა აჩვენა, რომ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები ჯანსაღია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ბეშუმში, ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ლარმა გამყარება დაიწყო და ეროვნულ ბანკს მისი ჯანსაღი პარამეტრების შენარჩუნებისთვის ყველა ინსტრუმენტი გააჩნია.

„ლარმა დაიწყო გამყარება ბოლო ორი დღეა და ვფიქრობ, ეს ტენდენცია გაგრძელდება. ეროვნულ ბანკს აქვს ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ეროვნული ვალუტის ჯანსაღი პარამეტრები”, – განაცხადა პრემიერმა.

ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

Next Post

„ხელისუფლება ბოთლიდან ამოსული ჯინის ბოთლში შებრუნებას წიხლით ცდილობს“

ორშ აგვ 5 , 2019
1,059 წაკითხვა„ხელისუფლება, პრაქტიკულად იხსნის პასუხისმგებლობას ყველა იმ პრობლემების მოგვარებაზე, რაც დაგროვილია“ – აცხადებს გია ხუხაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში, ექსპერტის შეფასებით, ხელისუფლება აცნობიერებს, რომ ლეგიტიმაცია აქვს დაკარგული და ბოთლიდან ამოსული ჯინის ისევ ბოთლში შებრუნებას ცდილობს. „ხელისუფლება ამბობს, – კი ბატონო, არის პრობლემები, მაგრამ ეს პრობლემები ჩემი ბრალი კი არა, ოპოზიციის ბრალია და მე არ ვაპირებ მათ მოგვარებას. ჩემი აზრით, ასეთი კომიკური დამოკიდებულება […]

შესაძლოა მოგეწონოთ