4,035 წაკითხვა
კრიზისმა აჩვენა, რომ ინსტიტუციური წესრიგის პირობებში ხელისუფლება გახდა ფუნქციონალური და გახარიას აღმოაჩნდა გადაწყვეტილებების მიღების და მათზე პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების უნარები.
ეს მონაპოვარი უნდა იქნას შენარჩუნებული.
ამ მიზნით, თუ ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს სახელმწიფო ინტერესებზე, მან კრიზისის გადალახვის შემდეგ უნდა გაიწვიოს პირადად მასთან აფილირებული ყველა მინისტრი და მისცეს გახარიას საკუთარი სამთავრობო გუნდის ფორმირების საშუალება. გაანეიტრალოს მასთან აფილირებული ყველა ინტერეს-ჯგუფი.
მოიგებს ყველა – ხელისუფლებაც, საზოგადოებაც, ქართული ოცნებაც და რაც მთავარია სახელმწიფოც.
მოიგებს ბიძინაც, რადგან მიეცემა საშუალება, აკეთოს ის რაც კარგად იცის, უყვარს და გამოსდის.
გია ხუხაშვილი