CNN-ის წამყანს ქრის ქუომოს კორონავირუსი დაუდგინდა. აღნიშნული ინფორმაცია მისმა ძმამ, ნიუ-იორკის გუბერნატორმა დაადასტურა.
„ეს რთული დროება კიდევ და კიდევ უფრო რთულდება დღითი დღე. ახლახანს გავიგე, რომ კორონავირუსი მაქვს. იმედი მაქვს ჩემს შვილებს და კრისტინას არ გადავდე, თორემ ეს დაავადებაზე უარესი იქნება“, – დაწერა წამყვანმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
ნიუ-იორკის გუბერნატორმა კი აღნიშნა, რომ „ეს ვირუსი ყველას ათანაბრებს“:
„ეს ვირუსი ყველას ათანაბრებს. ჩემს ძმას, საუკეთესო მეგობარს ვირუსი დაუდგინდა. ის ახალგაზრდაა, ძლიერი – შეიძლება არც ისე ძლიერი როგორც თავად ფიქრობს, მაგრამ, კარგად იქნება“, – აღნიშნა გუბერნატორმა.
ცნობისთვის, აშშ-ში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 188 590-ს გადააჭარბა. ყველაზე მეტად ნიუ-იორკი დაზარალდა. გუბერნატორმა ქუომომ არაერთხელ გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არაეფექტური ზომების გამო. გუშინ მან მეცნიერებს და ტრამპთან დაახლოებულ პირებს მოუწოდა, აუხსნან პრეზიდენტს, რომ ეს პოლიტიკური წვრთნები არ არის. „ეს ცუნამია, რომელიც მოდის“,-აღნიშნა ქუომომ.